პიკის საათი - ლიტერატურული პრემია „საბა“ 2019
პიკის საათი - ლიტერატურული პრემია „საბა“ 2019

უკვე მე-17 წელია, ლიტერატურის მოყვარული საზოგადოებისათვის, უცვლელ  დღესასწაულად რჩება ლიტერატურული პრემია „საბა.“ წლევანდელი დაჯილდოების შედეგი ასეთია:

  წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი – თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანა, მანუშაკა მელოდება“ და გიორგი მასხარაშვილის „14 კრისტალის თეორია“

–  წლის საუკეთესო ესეისტი კა და დოკუმენტური პროზა – სულხან სალაძის „უცნობი ძველი აჭარა“ და ნინო ლომიძის „ვაშლის ბაღები“

–  წლის საუკეთესო პიესა – ალექსანდრე ლორთქიფანიძის „დისტოპიესები

–  წლის საუკეთესო ქართული თარგმანი –  ნანა ტონია – ევრიპიდეს „ჰეკაბესთვის“ და ლელა დუმბაძე – ვირჯინია ვულფის „ორლანდოსთვის

–  წლის საუკეთესო პროზაული კრებული –  ზაალ სამადაშვილის „ოსტატთან შეხვედრა“

–   წლის საუკეთესო პოეტური კრებული – ზაზა ბიბილაშვილის „ფაზლი“ 

–   წლის საუკეთესო რომანი – აკა მორჩილაძის „კუპიდონი კრემლის კედელთან“

ჯილდო ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მთარგმნელ მანანა გიგინეიშვილს გადაეცა.

ავტორი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: