2022 წელს „კოტეტას თასი“ ჩემპიონატის სახეს მიიღებს და სამ რბოლას გააერთიანებს. ეს პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ახლადგახსნილ „ლილო არენაზე“.
„ლილო არენას“ მთავარი მიზანი თავიდანვე ქუჩის რბოლების დახურულ, ლეგალურ სივრცეში გადატანა იყო.
რბოლაში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია 2WD (წინა ან უკანა წამყვანი) მსუბუქი ავტომობილით, აუცილებელი პირობაა მართვის მოწმობა, რათა შეჯიბრზე არასრულწლოვნები არ მოხვდნენ.
ავტომობილი ტექნიკურად გამართული უნდა იყოს და, მინიმუმ, უსაფრთხოების სტანდარტული ღვედით უნდა იყოს აღჭურვილი (მათ შორის ქარხნულად უღვედო ავტომობილებიც). მონაწილე ვალდებულია ავტო ან მოტო ჩაფხუტი დაიფაროს.
სტუმარი: მევლუდ მელაძე – „ლილო არენას“ დირექტორი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: