პიკის საათი - ხავიერ მარიასის „ბერტა ისლა“ ქართულად ითარგმნა
პიკის საათი - ხავიერ მარიასის „ბერტა ისლა“ ქართულად ითარგმნა
  • „ძვირფასო მკითხველებო, თქვენ წინაშეა წიგნი, რომელსაც ჩემი ცხოვრების ბოლო ორი წელი მივუძღვენი. ყველა ეჭვი და ყველა ფიქრი ახლა უკვე წარსულია. რამდენიმე დღეში წიგნის მაღაზიებში შეხვდებით დიდი მწერლის, ხავიერ მარიასის, პირველ ქართულ თარგმანს. დანარჩენს – თქვენ იტყვით, მკითხველზე უკეთესი შემფასებელი არც ერთ მწერალს, მით უფრო მთარგმნელს, არ მოუგონია. მხოლოდ მინდა გავიხსენო სიხარულის ჟრუანტელის წუთები, როდესაც პირველად წავიკითხე ესპანურად და ვიფიქრე, რომ ქართულად უნდა მეთარგმნა; უნდა მეთარგმნა, რადგან შინაგანი ხმა მკარნახობდა, რომ ამ სიხარულის ჟრუანტელი უნდა გადამედო ჩემი მეგობრებისთვის, ძვირფასი ადამიანებისათვის, ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია ლიტერატურა“ – ლანა კალანდია.

ხავიერ მარიასი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ესპანელი ავტორია. 15 რომანის, მოთხრობების, ნოველების, ესეების, თარგმანების ავტორი მწერალი არაერთი ესპანური და საერთაშორისო ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია. 2006 წელს აირჩიეს ესპანეთის სამეფო აკადემიის წევრად, რაც ყველაზე დიდი აღიარებაა ესპანურენოვან სამყაროში. 2021 წელს კი, როგორც უცხოელი ავტორი, კიდევ ერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის – ლიტერატურის სამეფო აკადემიის (დიდი ბრიტანეთი) წევრად აირჩეს.

  • „ბერტა ისლა“ ხავიერ მარიასის პირველი ნაწარმოებია, რომელიც ქართულ ენაზე გამოიცა.

სატელეფონო ჩართვა: ლანა კალანდია – მთარგმნელი

წამყვანი: ელენე ტუშური

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: