პიკის საათი - საქართველოში გლაციოლოგიური კვლევები იწყება
პიკის საათი - საქართველოში გლაციოლოგიური კვლევები იწყება

ბოლო 20 წლის განმავლობაში ტემპერატურამ 0.7 გრადუსით მოიმატა და კავკასიონმა 11 GT ყინულის საფარი დაკარგა, რაც საგრძნობლად მაღალი ციფრია. შესაბამისად, კავკასიონის მეცნიერული კვლევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

საქართველოში გლაციოლოგიური კვლევის შესაძლებლობა გაჩნდა. კვლევები ილიას უნივერსიტეტის ეგიდით საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით წარიმართება. გამოყენებული იქნება კვლევის საველე და დისტანციური ზონდირების მეთოდები, რაც სხვადასხვა მყინვარულ აუზზე მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათების საშუალებით დაკვირვებას გულისხმობს.

ამჯერად უკვე კავკასიონის ძელი გამყინვარების თარიღის დადგენის შესაძლებლობაც გაჩნდა.

ჩართვა ახალი ზელანდიიდან: ლევან ტიელიძე –  გეოგრაფიის დოქტორი; ილიას უნივერსიტეტის გლაციოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი; ანტარქტიკის კვლევითი ცენტრი გეოგრაფიის დოქტორი; Te Herenga Waka-Victoria University of Wellington-ის ანტარქტიკის კვლევითი ცენტრის მკვლევარი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: