პიკის საათი - „ინგლისურ-ქართული ლექსიკოგრაფიის უცნობი ფურცლები“
პიკის საათი - „ინგლისურ-ქართული ლექსიკოგრაფიის უცნობი ფურცლები“

1963 წლის 26 ივლისს, გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ დაიბეჭდა ცნობილი ქართველი ანგლისტის, პროფესორ ნიკო ყიასაშვილის სტატია „ერთი უნიკალური წიგნის შესახებ“. სწორედ ამ სტატიით შეიტყო პირველად ქართულმა საზოგადოებამ ბრიტანელი ავტორის ჯორჯ ელისის წიგნის შესახებ „რუკა შავი და კასპიის ზღვებს შორის მოთავსებული ქვეყნებისა, კავკასიის ხალხთა აღწერითა და მათი ენების სიტყვარებით“ (Memoir of Map of the Countries Comprehended Between the Black Sea, and the Caspian, with an Account of the Caucasian Nations and Vocabularies of their Languages).

წიგნი 1788 წელს გამოიცა ლონდონში და მასში აღწერილია კავკასიის ხალხთა ისტორია, კულტურა, რელიგია, მოცემულია ინფორმაცია კავკასიის რეგიონში გავრცელებული ენების შესახებ.

კავკასიის ქვეყნებს შორის გარკვეული ადგილი ეთმობა საქართველოს, რომელსაც ავტორი ურთავს ქართველური ენების მომცრო შედარებით ლექსიკონს. საყურადღებოა, რომ ავტორი ინტერესდება არა მხოლოდ ქართული ენით, არამედ ქართველური ენებით, და წიგნში ქართულთან ერთად წარმოდგენილია მეგრული და სვანური ენების მასალაც.

სატელეფონო ჩართვა: თინათინ მარგალიტაძე – ლექსიკოგრაფი; პროფესორი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: