ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრი 12 თებერვალს, ილიაუნიში B201 აუდიტორიაში – დარბაზში (მე-2 სართულზე) გიწვევთ ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის მე-14 საანგარიშო კონცერტზე, რომელიც ყოველი სემესტრის ბოლოს ტარდება და ყოველთვის განახლებული რეპერტუარით. მოისმენთ ხალხურ სიმღერებს, საგალობელს, საკრავებს, უცხოური ფოლკლორის ნიმუშებს.
სატელეფონო ჩართვა: თამაზ გაბისონია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის ასოცირებული პროფესორი; ეთნომუსიკოლოგი; სტუდენტური ხალხური სიმღერის გუნდის ხელმძღვანელი.