პიკის საათი - „RettuLIT 2“ - „ლიტერატურული დაბრუნება 2“
პიკის საათი - „RettuLIT 2“ - „ლიტერატურული დაბრუნება 2“

უნივერსიტეტის იუბილესთან დაკავშირებით, ლიტერატურული კრებული „RettuLIT 2“ (ლიტერატურული დაბრუნება 2) მეორე წიგნი გამოიცა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სხვადასხვა თაობის 18-მა ქართველმა მწერალმა სიტყვების ძალით მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა, პირად ნივთებში კი, სულხან-საბა ორბელიანის ნაქონი ატლასის ფრაგმენტები გაიყოლა. სწორედ ისტორიული გეოგრაფიული ატლასი სულხან-საბა ორბელიანის მინაწერებით გახდა მწერლების ინსპირაციის წყარო. ავტორები უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, ასევე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ გამარჯვებულები არიან, რომელსაც თსუ და „ჯეოსელი“, გასული წლიდან კი „სილქნეტი“ ერთობლივად ახორციელებენ.

„RettuLIT, ლიტერატურული დაბრუნება“ პირველი წიგნი 2013 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 95 წლის იუბილეზე გამოიცა.

სატელეფონო ჩართვა: მაკა სეხნიაშვილი – პროექტის ავტორი.

  

 

დატოვე კომენტარი