„ზოლიანმა კატამ“ პირველი წიგნი „მაკნატუნა – ჯორჯ ბალანჩინის საბალეტო დადგმის 2016 წლის 29 დეკემბერს მიხედვით“ გამოსცა. ბალანჩინის კატა გამომცემლობისთვის სახელის შერჩევისა და ლოგოს შექმნის პროცესში ერთ-ერთ ინსპირაციად იქცა. 5 წლის განმავლობაში ადგილობრივ ავტორებთან და ილუსტრატორებთან ერთად შეიქმნა წიგნები, რომლებიც არამშობლებისთვის, არამედ ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. ამავდროულად, პრიორიტეტად იქცა მნიშვნელოვანი უცხოური საბავშვო წიგნების ქართულ ენაზე გამოცემა.
6 მაისს „ზოლიანი კატის“ დაბადების დღე თანამედროვე ხელოვნების ცენტრში (CCA – Tbilisi) შედგება.
სტუმარი: ნიკი თარხან-მოურავი – გამომცემელი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: