- ზესტაფონმა ფეროშენადნობთა ქარხნის 85 წლისა და გიორგი ნიკოლაძის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებას უმასპინძლა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა, ასევე თბილისიდან მიწვეულმა მუსიკოსებმა: დათო არჩვაძემ, ბექა ოდიშარიამ კვარტეტთან ერთად, ადგილობრივი მუსიკოსებიდან კი – სალომე იმედაძემ, ანა კალანდაძემ, ბექა ჭუმბურიძემ, ანსამბლებმა – „ზესტაფონმა“ და „ბერმუხამ“.
ღონისძიების ფარგლებში სამი სხვადასხვა შინაარსის ფოტოგამოფენა გაიხსნა, მათ შორის სოფელ დიდჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში დაცული უნიკალური ფოტოები გამოიფინა, რომელიც ქართველი პუბლიცისტის ვაჟის, გიორგი ნიკოლაძის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს ასახავს.
სატელეფონო ჩართვა: ვასილ გველესიანი – ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი.
გზა ოთახის ფანჯრის ხედით შთაგონებიდან მყინვარის დაპყრობამდე და არა მხოლოდ მყინვარის. გიორგი ნიკოლაძის ღვაწლი საქართველოს განმანათლებლობაში.
ავტორი: ელენე ტუშური