პიკის საათი - 12.10.2022
პიკის საათი - 12.10.2022

1) #კოლეგაანი გეგენავა

32 წელია ხმის რეჟისორი ანი გეგენავა საქართველოს რადიოს დაუღალავად ემსახურება.

თავმდაბალი, კეთილი, თავის საქმეზე შეყვარებული, შრომისმოყვარე, მიზანდასახული და, რაც მთავარია – პროფესიონალი. ტყუილად არ უწოდეს მეგობრებმა „გენერალი“.

რესპონდენტი: ანი გეგენავა – საქართველოს რადიოს ხმის რეჟისორი

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) მწვანე ბარათის პროგრამა

მწვანე ბარათი – მუდმივი ბინადრობის ვიზა, რომელსაც აშშ ყოველწლიურად ათამაშებს.

გათამაშებაში მონაწილეობის პირობები, საჭირო დოკუმენტაცია და კანდიდატის გასავლელი ეტაპები აშშ-ში გამგზავრებამდე.

რესპონდენტი: ალაინა ტიბანელი – აშშ-ის საელჩოს საკონსულოს თანამშრომელი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

3) MyMakulatura

ქაღალდის გადამუშავების დადებითი მხარეები და ქართული კომპანია, რომელიც მსურველებისგან მაკულატურას იბარებს.

რესპონდენტი: ამირან ცირდავა – MyMakulatura-ის დამფუძნებელი.

ავტორი: ელენე ტუშური

 

4) „განდეგილი“

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი, ილია ჭავჭავაძის 185 წლისთავთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის „განდეგილს“ გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად წარადგენს.

საპრემიერო ტურნე 17 ოქტომბერს თელავში დაიწყება. გორში, ქუთაისში, სენაკსა და ბათუმში ჩვენების შემდეგ, წარმოდგენას თბილისელი მაყურებელი 26 ოქტომბერს იხილავს.

პროექტის რეჟისორია გიორგი თავაძე, კომპოზიტორი – გოგი ჩლაიძე, ქორეოგრაფი – მარიამ ალექსიძე.

მონაწილეობენ: რამაზ იოსელიანი, მარინა კახიანი, ბექა ჯუმუტია, ჯანო იზორია, ანი ამილახვარი და თეონა ცირამუა.

სტუმრები: რამაზ იოსელიანი – ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, პროექტის ავტორი.

თეონა ცირამუა – გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელი.

 

5) კლასიკური გიტარის შემსრულებლების საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულთა კონცერტი

13 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კლასიკური გიტარის შემსრულებლების საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულთა კონცერტი გაიმართება.

ედუარდ ჰრმუშიანის (სომხეთი), იარა ფელდმანის (ისრაელი) და თბილისის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრ „საქართველოს სიმფონიეტას“ მონაწილეობით.

სტუმრები: ედუარდ ჰრმუშიანი – კლასიკური გიტარის კონკურსის გამარჯვებული სომხეთიდან.

დავით ხოსიტაშვილი – გიტარისტი, კომპოზიტორი, ხმის რეჟისორი, კლასიკური გიტარის კონკურსის დამფუძნებელი.

ნინო ჯანჯღავა – კომპოზიტორი, პიანისტი, ფლეიტისტი, დირიჟორი, კლასიკური გიტარის კონკურსის თანაორგანიზატორი.

ედგარ ბარსეგიანი – პირველი არხის სომხურენოვანი საინფორმაციო გვერდის რედაქტორი.

 

6) გიორგი ნიკოლაძე

მათემატიკოსი, სპორტსმენი, მეტალურგი, სორბონის უნივერსიტეტის დოქტორი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი.

სპორტული მოძრაობის ფუძემდებელი – უნივერსალური ადამიანი, რომელმაც მამის – ნიკო ნიკოლაძის პატრიოტული გზა ღირსეულად გააგრძელა.

რესპონდენტი: ნუცა ცქიმანაური – თბილისის გიდი, სათავგადასავლო ტურიზმის სპეციალისტი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიოგადაცემებს ლაივ-რეჟიმში: