პიკის საათი - #ფრაგმენტები - თენგიზ არჩვაძის საერთაშორისო აღიარება
პიკის საათი - #ფრაგმენტები - თენგიზ არჩვაძის საერთაშორისო აღიარება

2021 წლის ნოემბერში, რეჟისორ ზურაბ კანდელაკის მონდომებით, მსახიობმა თენგიზ არჩვაძემ უილიამ შექსპირის 66-ე სონეტი ჩაწერა. ეს იდეა იმ რადიოკომპოზიციის სრულყოფისათვის იყო საჭირო, რომელიც საქართველოს პირველი არხის რადიოთეატრის სახელით,  2022 წელს, გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო რადიოდრამის ფესტივალზე გაიგზავნა.

რადიოდადგმა „გვჭირდება თუ არა შექსპირი?“ სამშობლოში მსმენელის სიმპათიის პირველი პრიზით დაბრუნდა.

ჩანაწერში გამოყენებულია ფრაგმენტი თენგიზ არჩვაძესთან ინტერვიუდან, რომელიც 2022 წლის 9 მაისს შედგა.

ინტერვიუს სრული ვერსიის მოსასმენად მიყევით ბმულს. 

ფოტოზე დატანილია თენგიზ არჩვაძის ავტოპორტრეტი.

ავტორი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: