პიკის საათი - #ფრაგმენტები - ინტერვიუ თენგიზ არჩვაძესთან
პიკის საათი - #ფრაგმენტები - ინტერვიუ თენგიზ არჩვაძესთან

2022 წლის 3 აგვისტოს ლეგენდარული ქართველი მსახიობი თენგიზ არჩვაძე 90 წლის გახდება.

„კალენდარზე 2022 წლის 9 მაისია. ორშაბათი. თითქოს არაფერი უნდა ცვლიდეს ახალი დღისა და ახალი კვირის დაწყების ჩვეულებას, მაგრამ იმ დღეს ყველაფერი არაჩვეულებრივია.

– ის, რომ რესპონდენტთან დიქტოფონით ხელში მისვლა ყოველდღიურობა აღარაა ჩემთვის, მაგრამ იმ დღეს ნამდვილი ჟურნალისტი ვარ.

– ის, რომ ამდენი წელია საყვარელ საქმეს ვუდგავარ კვალში, მაგრამ მას პირველად ვხვდები პირისპირ.

– თუნდაც ის, რომ კონკრეტულ ამბავზე სასაუბროდ შევათანხმეთ შეხვედრა და, ისიც მცირე ხნით, მაგრამ ჩემს დიქტოფონში ახლა უკვე სამსაათიანი უნიკალური ჩანაწერია. ეს უნიკალურობა კი თენგიზ არჩვაძესთან საუბრის უშუალობამ განაპირობა.

ცხადია ამ ინტერვიუს წამზომიც  ჩვენი დიალოგის იმ მონაკვეთიდან ჩაირთო, როდესაც რადიომდე მიგვიყვანა განწყობილებამ.“

ავტორი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: