პიკის საათი - #უკრაინა - უკრაინის ქართულ-ამერიკული მხარდამჭერი კონცერტი ნეშვილში
პიკის საათი - #უკრაინა - უკრაინის ქართულ-ამერიკული მხარდამჭერი კონცერტი ნეშვილში

„უკრაინაში მომხდარ ამბებს  ყველა განიცდის მაგრამ, დროთაგანმავლობაში ამ თემასთან დაკავშირებით საუბარმა იკლო.  გადავწყვიტეთ ნეშვილში ჩაგვეტარებინა უკრაინის მხარდამჭერი კონცერტი, რომელსაც კარგი გამოხმაურება მოჰყვა“ – ანანა ქეი

ანანა ქეი და ირაკლი გაბრიელი ამერიკაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსები არიან, რომლებმაც რამდენიმეწლიანი აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებით ცნობილ მუსიკოსებთან თანამშრომლობაც შეძლეს და მსმენელის სიყვარულიც დაიმსახურეს.

საყურდაღებოა, რომ ანანა ქეის, როგორც ავტორ-შემსრულებლის შემოქმედება ძირითადად ინგლისურენოვანია. უკრაინის მხარდამჭერ კონცერტზე კი მომღერალმა რამდენიმე ქართული სიმღერის ახლებური ვერსია წარადგინა.

სატელეფონო ჩართვა: ანანა ქეი – მუსიკოსი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: