პიკის საათი - დილა რეგიონში
პიკის საათი - დილა რეგიონში
  • შატილის ახალი სიცოცხლე – ქალაქიდან სოფელში დაბრუნებული 24 წლის შატილიონი, რომელიც მკაცრი პირობების მიუხედავად რეგიონის განვითარებაზე ფიქრობს. გაიცანით გიორგი ჭინჭარაული, რომელმაც ბანზე ვაშლის ჩირი უკვე გააშრო, ჩაისთვის კრაზანასა და თავშავას ყვავილების თაიგულიც გაახმო და ჟოლოს ჯემიც მზად აქვს. ავტორი: ზურაბ კეკელიძე.

 

  • კომაროვის საშაბთო სკოლა ყვარელში – თბილისში საშაბათო სკოლის ათწლიანი წარმატებული ფუნქციონირების შემდეგ საშაბათო სკოლები უკვე გაიხნა ადიგენის, თერჯოლის, ზესტაფონის, სამტრედიის, ვანის, რუსთავის, ხაშურის, თელავის, ბათუმის, ხობის, საჩხერის, ჭიათურის, დუშეთის, ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის, მესტიის, წალენჯიხის, ქარელის, ლანჩხუთის, გორის და წალკის რაიონებში. ამჯერად კიდევ ერთ, ყვარლის სკოლაზე გვიწევს საუბარი. სატელეფონო ჩართვა: მერაბ ფირცხალაიშვილი – ყვარლის შაბათის სკოლის კოორდინატორი.

  • ნაცრისფერი ქალაქის მაქმანები – ნათხოვარი ხელის საკერავი მანქანით დაწყებული საქმე, რომელიც ტყიბულელი ქალბატონების ცხოვრებას ფერდ-ფერადი კაბებით ალამაზებს. გაიცანით მეშახტის მეუღლე, 5 შვილის დედა, მკერავი მარიამ ცხოვრებაშვილი.

ავტორი: ელენე ტუშური.

 პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.