პიკის საათი - დილა რეგიონში
პიკის საათი - დილა რეგიონში
  • ზესტაფონმა ფეროშენადნობთა ქარხნის 85 წლისდა გიორგი ნიკოლაძის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებას უმასპინძლა.
    ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა, ასევე თბილისიდან მიწვეულმა მუსიკოსებმა: დათო არჩვაძემ, ბექა ოდიშარიამ კვარტეტთან ერთად, ადგილობრივი მუსიკოსებიდან კი – სალომე იმედაძემ, ანა კალანდაძემ, ბექა ჭუმბურიძემ, ანსამბლებმა – „ზესტაფონმა“ და „ბერმუხამ“.
    ღონისძიების ფარგლებში სამი სხვადასხვა შინაარსის ფოტოგამოფენა გაიხსნა, მათ შორის სოფელ დიდჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში დაცული უნიკალური ფოტოები გამოიფინა, რომელიც ქართველი პუბლიცისტის ვაჟის, გიორგი ნიკოლაძის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს ასახავს.

სატელეფონო ჩართვა: ვასილ გველესიანი – ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი.

  • გიორგი ნიკოლაძე-130

გზა ოთახის ფანჯრის ხედით შთაგონებიდან მყინვარის დაპყრობამდე და არა მხოლოდ მყინვარის. გიორგი ნიკოლაძის ღვაწლი საქართველოს განმანათლებლობაში.

ავტორი: ელენე ტუშური