- ,,დავიბრუნოთ ერთმანეთი“ – ასე დაერქვა პროექტს, რომელსაც სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა ნიდერლანდების სამეფო.
აფხაზეთის დღეები 4 ოქტომბერს საქართველოს საელჩოში ოფიციალური მიღებით, გამოფენით და აფხაზეთის თემატიკით გაიხსნა. პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების მარი ნათამლიანი – გამისონიას, თეა შამუგიას, გიორგი შენგელიას, ელდარ ქავშბაია და დავით ტაბაღუას ნახატების გამოფენა შედგა. მოეწყო დიზაინერ თეა გუნთაიშვილის თოჯინების და კომპანია „მარიგოლდი“-ს გათანამედროვებული ეროვნული სამოსის გამოფენა.ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებმა პოეტმა მერი პაპუნაშვილმა საკუთარი ლექსები წაიკითხა. აფხაზეთის დღეები ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 2“-ის კონცერტით დაიხურება. სტუმრებმა ჰოლანდიაში არსებული ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ “მერანის” შესრულებით მოისმინეს ქართული, მეგრული და აფხაზური სიმღერები. ღონისძებაზე სპეციალურად მიიწვიეს ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი გიორგი ალექსანდრია და VOICE of Germany-ს 2017 წლის გამარჯვებული ნათია თოდუა.
სტუმარი: გიორგი ბერიძე – ჟურნალისტი; აფხაზეთის დღეების კოორდინატორი