პიკის საათი - „მეცნიერება კაპიტანია“
პიკის საათი - „მეცნიერება კაპიტანია“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ევროკავშირის პროგრამის ‘Horizon 2020’ მარი სკლოდოვსკაია-კიურის (MSCA) კონკურსის „ევროპელ მკვლევართა ღამის“ გამარჯვებული პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ განხორციელებას იწყებს.  პროექტით საქართველო საერთო-ევროპულ ფესტივალს „ევროპელ მკვლევართა ღამეს“ უერთდება, რომელშიც  ევროკავშირისა და „ჰორიზონტი 2020“ ასოცირებული 30 ქვეყანა მონაწილეობს.

პროექტის  ძირითადი ღონისძიებები  თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხესა და ზუგდიდში 2020 წლის 27-28 ნოემბერს დისტანციურად ჩატარდება.

სტუმარი: ნუნუ მიცკევიჩი – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: