პიკის საათი - „დავიბრუნოთ ერთმანეთი“
პიკის საათი - „დავიბრუნოთ ერთმანეთი“
  • ,,დავიბრუნოთ  ერთმანეთი“ –  ასე დაერქვა  პროექტს, რომელსაც სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა  ნიდერლანდების  სამეფო.

აფხაზეთის დღეები  4  ოქტომბერს საქართველოს საელჩოში ოფიციალური მიღებით, გამოფენით და აფხაზეთის თემატიკით გაიხსნა. პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების მარი ნათამლიანი – გამისონიას, თეა შამუგიას, გიორგი შენგელიას, ელდარ ქავშბაია და დავით ტაბაღუას ნახატების გამოფენა შედგა. მოეწყო დიზაინერ თეა გუნთაიშვილის თოჯინების და კომპანია „მარიგოლდი“-ს გათანამედროვებული ეროვნული სამოსის გამოფენა.ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებმა პოეტმა მერი პაპუნაშვილმა საკუთარი  ლექსები  წაიკითხა. აფხაზეთის  დღეები  ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 2“-ის კონცერტით  დაიხურება. სტუმრებმა ჰოლანდიაში არსებული ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ  “მერანის”  შესრულებით მოისმინეს  ქართული, მეგრული და აფხაზური სიმღერები. ღონისძებაზე სპეციალურად მიიწვიეს  ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი გიორგი ალექსანდრია და  VOICE  of  Germany-ს 2017 წლის გამარჯვებული ნათია თოდუა.

სტუმარი: გიორგი ბერიძე – ჟურნალისტი; აფხაზეთის დღეების კოორდინატორი