„ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფონდი და გამომცემელი ქეთი დუმბაძე მკითხველს მარიამ წიკლაურის ორ ახალ კრებულს წარუდგენს: „დაჯერებისთვის“ პოეტური კრებულია, რომელიც გასულ წელს ლიტერატურული პრემია „საბას“ ნომინანტი გახდა ელექტრონული წიგნების ნომინაციაში. „Happysovieticus“ პროზაული კრებულია, რომელიც გასულ წლებში შექმნილ მცირე ზომის მოთხრობებს აერთიანებს და საბჭოურ დროსა და ადამიანებზე მოგვითხობს. ორივე წიგნის მხატვარია ნანი კობურდული, დიზაინერი ხვიჩა ყალაბეგაშვილი.
სტუმარი: მარიამ წიკლაური – პოეტი; მწერალი.