პიკის საათი - „ნამე“ – ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანია იწყება
პიკის საათი - „ნამე“ – ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანია იწყება

ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიის ფარგლებში „ნამეს“ პირველი ოფიციალური ჩვენება ლოს ანჯელესში 7 ნოემბერს გაიმართება. დამატებით 2 ჩვენებას კი EFP (European Film Promotion) 11 და 15 ნოემბერს გაუწევს ორგანიზებას. ჩვენებებს ამერიკის კინოაკადემიის წევრები, საერთაშორისო ბაიერები, კინოსფეროს წარმომადგენლები და ცნობილი უცხოური გამოცემების ჟურნალისტები დაესწრებიან. ფილმის წარსადგენად ლოს ანჯელესში „ნამეს“ რეჟისორი ზაზა ხალვაში და ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი – მარისკა დიასამიძე გაემგზავრებიან.

ჩანაწერი: ზაზა ხალვაში – რეჟისორი.

 

  

 

დატოვე კომენტარი