პიკის საათი - ნინო სადღობელაშვილი  სეულის შთაბეჭდილებებით
პიკის საათი - ნინო სადღობელაშვილი სეულის შთაბეჭდილებებით

პროზაული კრებულები „ბამბაზიის სამოთხე“ (2006) და იასამნის სეზონი (2013), ლექსების კრებულები „შუაღამის იავნანა“ (2008) და ,,ფრთები და ხელები“ (2011), რომანები „თავშესაფარი,“  „ორსული“ და „წამი იქა, წამი აქა.“ ფენტეზის ჟანრის სათავგადასავლო რომანი „განძის თეატრი (შვიდი სიმღერის საიდუმლო)“ – ახალგაზრდა მწერლის ნინო სადღობელაშვილის ლიტერატურული შემოქმედებაა

სულ ახლახანს მისი მოთხრობა „ბამბაზიის სამოთხე“ კორეულ ენაზე ითარგმნა და შევიდა კრებულში „მექრთამე გაბრიელის ბაღი“ ცხრა თანამედროვე მწერლის ნაწარმოებთან ერთად. კრებული ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და კორეის ლიტერატურის თარგმნის ინსტიტუტის თანამშრომლობის ფარგლებში გამოიცა. ნინო გახდა პირველი ქართველი ავტორი, რომელიც სეულის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს დაესწრო და იქაურ შთაბეჭდილებებს „პიკის საათის“ მსმენელს  უზიარებს.

სტუმარი: ნინო სადღობელაშვილი – მწერალი, პოეტი.