- ბრიტანეთის საბჭომ ტრადიციული რეწვის და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების განვითარების პროექტების შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. Crafting Futures-ის მიზანია პროფესიული ბრიტანული შემოქმედებითი სწავლების მოდულის სასწავლო გეგმაში დანერგვა. Future Workforce for Crafts Industry („ახალი შესაძლებლობები რეწვის ინდუსტრიის განვითარებისთვის“) მიზნად ისახავს ოსტატების ბიზნეს უნარების განვითარებას, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით შემოქმედებითი პროდუქციის შექმნას, პროექტის ფარგლებში პროდუქციის როგორც საერთაშორისო ბაზრობებზე, ასევე ადგილობრივ გამოფენაზე წარდგენას. ახალგაზრდა შემოქმედების დასაქმების ხელშეწყობას. პროექტის მხარდამჭერია USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა The USAID Economic Security Program.
- ბრიტანეთის საბჭო, შემოქმედებით პროდიუსერებს სპეციალურ პროგრამას სთავაზობს, რომელიც პროფესიული განვითარების შესაძლებლობაა აზერბაიჯანში, დასავლეთ ბალკანეთში, თურქეთში, საქართველოში, სომხეთში, უკრაინაში, უზბეკეთში და ყაზახეთში მცხოვრები შემოქმედებითი პროდიუსერებისთვის. საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან შერჩეული მონაწილეები ბრიტანულ კომპანიასთან – Curated Place იმუშავებენ 21 თებერალი – 4 მარტის პერიოდში..
სატელეფონო ჩართვა: მაია დარჩია – ბრიტანეთის საბჭოს ხელოვნების პროგრამის მენეჯერი
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: