პიკის საათი - 22.11.2024
პიკის საათი - 22.11.2024

1) „მშვიდობით თემურ“ – პრემიერა რუსთაველის თეატრში

„თანამედროვე ქართველი დრამატურგის, ბასა ჯანიკაშვილის პიესა – „მშვიდობით, თემურ!“ გროტესკითა და შავი იუმორით სავსე პიესაა, რომლის მთავარი პერსონაჟი ახალგაზრდა კაცი – თემურია, რომელმაც თავის მოკვლა გადაწყვიტა. პერსონაჟები, რომლებიც სპექტაკლში ეტაპობრივად შემოდიან, თემურის საქციელს უწონებენ და იმის ნაცვლად, რომ თავის მოკვლა გადააფიქრებინონ, პირიქით, თვითმკვლელობისკენ უბიძგებენ მას“.

სტუმარი: ბასა ჯანიკაშვილი – მწერალი, დრამატურგი.

პირდაპირი ჩართვა: ზურაბ გეწაძე – რეჟისორი.

 

2) აჩიკო ნიჟარაძის პირველი სოლო კონცერტი

„რაც განმასხვავებს ბევრისგან არის ის, რომ შესრულების ქართული მანერა მაქვს, ქართული სიმღერის პოპულარიზაცია რომ დავიწყე და ეს შესრულება მსმენელს მოეწონა, მეც აღარ მივატოვე და გავაგრძელე. ალბათ ეს იყო ჩემი წარმატების ფორმულა“, – აჩიკო ნიჟარაძე.

სტუმარი: აჩიკო ნიჟარაძე – მომღერალი.

 

3) მათემატიკის ოლიმპიადის I უფასო ტური

სტუმარი: ლიკა გეგეჭკორი – „კინგსის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: