„ბორის ჯონსონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი მოგესალმებათ. უკრაინის რკინიგზის არაჩვეულებრივი მატარებლით ვმგზავრობ, პოლონეთიდან უკრაინისკენ მივემგზავრები.“
ბორის ჯონსონი კიევში პოლონეთიდან მატარებლით, „უკრზალიზნიცით“ (უკრაინის რკინიგზა) ჩავიდა.
გარდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ოფიციალური შეხვედრისა, ლიდერებმა კიევის დაცარიელებულ ქუჩებშიც გაიარეს, პატივი მიაგეს „ზეციური ასეულის“ მემორიალს და ქუჩაში შემხვედრი ქალბატონისგან დასაჩუქრდნენ კიდეც.
„დაუნინგ-სტრიტმა“ ამ შეხვედრას „სოლიდარობის ჩვენება“ უწოდა.
ავტორი: ელენე ტუშური.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: