პიკის საათი - ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ სუპერმასიურ შავ ხვრელს ფოტო გადაუღეს
მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის (EHT) თანამშრომლობის მეცნიერებმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მოთავსებულ სუპერმასიურ შავ ხვრელს ისტორიაში პირველი პირდაპირი ფოტო გადაუღეს. უფრო კონკრეტულად, ეს გახლავთ მოვლენათა ჰორიზონტი – შავი ხვრელის კონტური, რომელიც წარმოადგენს იმ ზონას, საიდანაც შავი ხვრელის გრავიტაციულ ძალებს სინათლეც კი ვერ გაურბის. აღმოჩენის შესახებ სპეციალური ღონისძიება გერმანიაში, ევროპის კოსმოსური ობსერვატორიის შტაბ-ბინაში გაიმართა და პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა სხვადასხვა პლატფორმით.
სატელეფონო ჩართვა: მიხეილ ჭაბუკაშვილი – პირველი არხის სამეცნიერო სტატიების ავტორი; ქართულენოვანი ვიკიპედიის ადმინისტრატორი და ბიუროკრატი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: