პიკის საათი – ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ სუპერმასიურ შავ ხვრელს ფოტო გადაუღეს

11:57, 13.05.2022
-0:00

მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის (EHT) თანამშრომლობის მეცნიერებმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მოთავსებულ სუპერმასიურ შავ ხვრელს ისტორიაში პირველი პირდაპირი ფოტო გადაუღეს. უფრო კონკრეტულად, ეს გახლავთ მოვლენათა ჰორიზონტი – შავი ხვრელის კონტური, რომელიც წარმოადგენს იმ ზონას, საიდანაც შავი ხვრელის გრავიტაციულ ძალებს სინათლეც კი ვერ გაურბის. აღმოჩენის შესახებ სპეციალური ღონისძიება გერმანიაში, ევროპის კოსმოსური ობსერვატორიის შტაბ-ბინაში გაიმართა და პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა სხვადასხვა პლატფორმით.

სატელეფონო ჩართვა: მიხეილ ჭაბუკაშვილი – პირველი არხის სამეცნიერო სტატიების ავტორი; ქართულენოვანი ვიკიპედიის ადმინისტრატორი და ბიუროკრატი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი