„თუ გინდა ხალხური სიმღერა გადაარჩინო და შეინარჩუნო უნდა ასწავლო ბავშვებს, მომავალ თაობას“ – მიშო ჯავახიშვილი.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით 45-წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლ „მართვეს“ დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით ანსამბლმა „მართვემ“ უფლებამოსილების დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობა დაიბრუნა. „მართვე“ კვლავ შეინარჩუნებს სამ სასწავლო-სახელოვნებო მიმართულებას: სიმღერა, ქორეოგრაფია და თეატრი.
მისი სამხატვრო ხელმძღვანელი მიშო ჯავახიშვილი იქნება.
სტუმარი: მიხეილ ჯავახიშვილი – სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის
საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: