პიკის საათი - ანსამბლ „მართვეს“ ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს
პიკის საათი - ანსამბლ „მართვეს“ ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს

„თუ გინდა ხალხური სიმღერა გადაარჩინო და შეინარჩუნო უნდა ასწავლო ბავშვებს, მომავალ თაობას“მიშო ჯავახიშვილი.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით 45-წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლ „მართვეს“ დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით ანსამბლმა „მართვემ“ უფლებამოსილების დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობა დაიბრუნა. „მართვე“ კვლავ შეინარჩუნებს სამ სასწავლო-სახელოვნებო მიმართულებას: სიმღერა, ქორეოგრაფია და თეატრი.

მისი სამხატვრო ხელმძღვანელი მიშო ჯავახიშვილი იქნება.

სტუმარი: მიხეილ ჯავახიშვილი – სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის

საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: