პიკის საათი - 31.05.2024
პიკის საათი - 31.05.2024

1) „სასწავლო პროცესის ხარისხის მართვა სკოლაში“

გზამკვლევი, რომელიც მოიცავს საქართველოს სკოლების პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავებულ მიდგომებსა და ინსტრუმენტებს სასწავლო პროცესის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ინსტრუმენტები შეიძლება გამოიყენონ, როგორც მზა რესურსი, თუმცა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასურველია მათი ადაპტირება სკოლის საჭიროებებთან.

სტუმრები: მაგდა ბარამიძე – პროექტის ხელმძღვანელი; სოფიო ლობჟანიძე; მარიკა კირვალიძე – გზამკვლევის ავტორები.

 

2) საბავშვო ლიტერატურა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

რესპონდენტები: ანა მარწყვიშვილი – სულაკაურის გამომცემლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი; მარიამ გიორგაძე – „პალიტრა მედია“ ჰოლდინგის მარკეტინგის დირექტორი.

 

3) ელექტრონული სიგარეტებისა და თამბაქოს ახალი პროდუქტების მავნებლობა

„ელექტრონული სიგარეტი შეიცავს ნიკოტინს, რომელიც იჯაჭვავს ადამიანებს, გარდა ამისა მასში არის ალდეჰიდები და 16 000 სხვადასხვა არომატი, რომ მიიჯაჭვოს ბავშვები“

„თამბაქოს მწეველთა რიგებს ემატებიან ის ბავშვები, რომელთაც ელექტრონული სიგარეტით დაიწყეს“

„ეს კეთდება იმ საფარის ქვეშ რომ თითქოს ეს არის ინდუსტრიის მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტმა ბავშვმა დაიწყოს ელექტრონული სიაგრეტის მოხმარება, ისინი წარმოაჩენენ, რომ თითქოს, ეს არის ალტერნატიული საშუალება მწეველებისთვის“

სტუმარი: კახა ღვინიანიძე – ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის პროექტების კოორდინატორი.

 

4) ქართული კულტურა და ევროპული ღირებულებები

რატომაა ქართული ლიტერატურა და კულტურა ევროპული სივრცის ორგანული ნაწილი?

რას ნიშნავდა ქართული ლიტერატურის „გამართვა ევროპული ხაზით“, რასაც ცისფერყანწელები ცდილობდნენ?

რა წვლილი შეგვაქვს ქართველებს ევროპულ კულტურაში?

„საქართველო – ევროპული იდენტობის ძიებაში“, – ესაა დისკუსიების ციკლი, რომლებიც გაიმართება საქართველოს რეგიონებში თანამედროვე ქართული იდენტობისა და კულტურის შესახებ.

რესპონდენტი: ხათუნა ცხადაძე, მთარგმნელი, პენცენტრის პრეზიდენტი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

 

5) კინოკლუბი 146-ე საჯარო სკოლაში

რესპონდენტები: ავთანდილ ძამაშვილი – ფილოსოფიის მაგისტრი; 146-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი; ამბაკო შარაშენიძე და ირაკლი ჯაბუა – 146-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: