პიკის საათი - 29.05.2024
პიკის საათი - 29.05.2024

1) ვანოს ბაღი

რესპონდენტი: ვანო ვაჭრიძე – ფლორისტი

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

2) „ქალები საქართველოს წარსულიდან. 150 ამბავი“

გამოცემა ეძღვნებათ ქალებს საქართველოს წარსულიდან, რომლებიც წერდნენ, სწავლობდნენ და ასწავლიდნენ, ცეკვავდნენ, მწვერვალებს იპყრობდნენ, სამშობლოსთვის ცოცხლობდნენ და მისთვისვე იღუპებოდნენ, იბრძოდნენ თანასწორობისთვის. ქვეყნის კეთილდღეობისა და განათლების უფლებისთვის.

ისინი ერთმანეთისგან სოციალური სტატუსით, ეთნიკურად თუ სარწმუნოებრივად განსხვავდებოდნენ, მაგრამ აერთიანებდათ ყველაზე მთავარი – სურვილი, წვლილი შეეტანათ საქართველოს კულტურულ და საზოგადოებრივ განვითარებაში.

150 ამბავი ქრონოლოგიურად მოგვითხრობს ისტორიებს არმაზის ბილინგვის სერაფიტიდან 9 აპრილის ტრაგედიას შეწირულ ქალებამდე.

სტუმრები: მაია წიქარიშვილი, ნინო ნიკოლაშვილი – წიგნის შემდგენლები.

 

3) ევერესტის საერთაშორისო დღე

1953 წლის 29 მაისს მთამსვლელებმა სერ ედმუნდ ჰილარიმ და თენცინგ ნორგეიმ პირველად დაიპყრეს დედამიწის უმაღლესი მწვერვალი – ევერესტი.

რესპონდენტი: პაატა ნაცვლიშვილი – მწერალი, ჟურნალისტი, მოგზაური.

 

4) „ბაჩანა ხალვაშის მარიონეტების ისტორია“

დოკუმენტურ ფილმში მოთხრობილია პატარა თეატრის უჩვეულო ამბავი: ხელოვნების ძალით გაცოცხლებულმა თოჯინებმა, რომლებმაც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა მოიარეს, უეცრად შეწყვიტეს არსებობა თეატრის დახურვის გამო… მაგრამ მარიონეტებს, რომელთაც ადამიანები მართავენ, თავად შეუძლიათ მართონ ადამიანთა ემოციები…

რესპონდენტი: ბაჩანა ხალვაში – თოჯინებისა და კალიგრაფიის ოსტატი, ხელოვნებათმცოდნე, მეღვინე.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: