პიკის საათი - 28.12.2022
პიკის საათი - 28.12.2022

1) პიონერფილმური“ 28 დეკემბერი

28 დეკემბერს 5 საათზე პიონერფილმი ტრადიციულად კინოს დაბადების დღეს ამჯერად „კინოს სახლში“ აღნიშნავს. ტრადიცია რომელიც თითქმის 50 წლისაა და ახალი თაობა, რომელიც კვლავ დიდი სიხარულით ემზადება ამ დღის აღსანიშნად.

რესპონდენტები: გრიგოლ ჩიგოგიძე, მაია ლანდია – „პიონერფილმის“ მასწავლებლები; ნიკა ზუბაშვილი – „პიონერფილმის“ პრეზიდენტი; თამუნა ცამბაია – „პიონერფილმის“ მემატიანე; კატო ჭავჭანიძე, ნიცა აბუსერიძე – „პიონერფილმელები“.

ავტორი: ელენე ტუშური.

 

2) 2022-2023-ის მსოფლიო პრემიერები

Top Gun: Maverick, The Whale, The fabelmans, The mystery of inisherin – 2022 წლის გამორჩეული ფილმები.

Bardo, Amsterdam, Morbius – ფილმები, რომლებმაც მაყურებლის  მოლოდინი ვერ გაამართლა.

Oppenheimer, The little mermaid, Indiana Jones and the dial of destiny – 2023 წელს დაგეგმილი მსოფლიო პრემიერები.

რესპონდენტი: ოთი ჯანგავაძე – კინოჟურნალისტი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

3) უძებნი  შვილი“ – ბესიკ ხარანაულის ახალი წიგნი

სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი ანუ  წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა.

„სამყაროში, შექმნის დღიდან, ისეთი ჩიტ-არწივობაა გაჩაღებული, რომ, შესაძლოა, დედამიწა იყოს რომელიმე მალულიკა ჩიტის სკინტლზე აღმოცენებული, შესაძლოა, ვცდუნდე ამ აზრისგან და აქეთკენ გადავუხვიო. ამიტომ, მიჯობს დავჯერდე იმას, რაც დავწერე კალმის ერთ აღებაზე. ამავე მიზეზით, სიტყვას არ ვიტყვი ჩემს ქვეყანაზეც. ეშმაკს არ ძინავს“,  –  ეს არის მეტაპოეტური ნაწერი ჯორის ფლოქვების ხმაზე.

„ადამიანებს ახარებთ მხოლოდ წარმატება – რა საშინელებაა!“

სტუმარი: მელანო კობახიძე – წიგნის რედაქტორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

 

4) სოვლაბის საქმიანობა ევროპარლამენტის წლიურ ანგარიშში

„საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკულად ვაანალიზებდეთ წარსულს, რომელიც, პრაქტიკულად, განგვსაზღვრავს ჩვენ“, – ირაკლი ხვადაგიანი.

ევროპის პარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების შესახებ წლიურ  ანგარიშში, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საქმიანობის მხარდაჭერისა და საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის, როგორც რუსული დეზინფორმაციული დღის წესრიგის მნიშვნელოვანი იარაღის შესახებაცაა საუბარი.

სტუმარი: ირაკლი ხვადაგიანი – საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

 

5) „ერთად ჭიათურისთვის

ახალგაზრდული ორგანიზაციები, საინიციატივო ჯგუფები ქმნიან ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირების ეფექტიან პლატფორმას, ხელს უწყობენ ახალგაზრდებში საკვანძო უნარ-ჩვევების განვითარებას, ინფორმაციის გავრცელებას, აქტიურ მოქალაქეობასა და მონაწილეობას, უზრუნველყოფენ საქმიანობის და არაფორმალური განათლების სერვისის მიწოდებას.

საინიციატივო ჯგუფმა „ერთად ჭიათურისთვის“ გადაწყვიტა ჭიათურაში ინტერაქციული ხასიათის შეხვედრა გამართოს, სადაც ახალგაზრდების ჩართულობით პრობლემების გადაჭრის შესაბამისი გზების პოვნას შეეცდებიან.

რესპონდენტები: მარიამ დოღაძე – საინიციატივო ჯგუფის „ერთად ჭიათურისთვის“ ლიდერი,

რუსა გველესიანი – საინიციატივო ჯგუფის „ერთად ჭიათურისთვის“ გარემოს დაცვითი მიმართულების ლიდერი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: