პიკის საათი - 26.12.2022
პიკის საათი - 26.12.2022

1) თბილისის საბალეტო დასის წარმატებული გასტროლი ტურინის ოპერის თეატრში

– იტალიელი მაყურებლისთვის შესრულებული „კარმინა ბურანა“ და „მაკნატუნა“;

– თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის საახალწლო რეპერტუარი.

რესპონდენტი: ნინო ანანიაშვილი – თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის  საბალეტო დასის ხელმძღვანელი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) „ასეც ხდება, როცა მსახიობის ხელი ისვენებს…“

ენტონი ჰოპკინსს 31 დეკემბერს 85 წელი უსრულდება.

ცნობილი უელსელ-ამერიკელი მსახიობი მთხრობელის, რაინდისა და მუსიკოსის ამპლუაში.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) „მე ვარ დიეგო…“

ექიმი, რომელიც ხელოვნების სიყვარულმა, სოხუმიდან თბილისამდე გზაზე, ადამიანის სახეზე ღიმილის დამბრუნებლად აქცია…

სტუმარი: დიეგო ზარანდია – ქირურგ-ორთოპედი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

3) „დედა შენ ვარსკვლავის გვერდით ცხოვრობ!“

1975 წელს, ბავშვის თვალით დანახული „კავკასიური ცარცის წრე“ ლიტერის ლოჟიდან!

რამაზ ჩხიკვაძის რეპლიკა „რიჩარდ III“-დან და ისიც ბავშვის ხმით, რობერტ სტურუას ლოჟიდან!

რუსთაველის თეატრის გასტროლების მუდმივი თანაზიარი;

გოგო, რომელსაც სჯეროდა, რომ მამა ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო და დედას მიმართავდა: „დედა, შენ  ვარსკვლავის გვერდით ცხოვრობ!“

გზა სოსო ლაღიძის ვარსკვლავობიდან მისივე სახელობის საფესტივალო დღესასწაულამდე.

სტუმარი: ანი ლაღიძე – კომპანია „თაგისარტს“-ის გენერალური დირექტორი; სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „თბილისი რიტმის“ დამფუძნებელი.

სატელეფონო ჩართვა: მარინა საღარაძე – მსახიობი, მზეხა მახარაძე – ჟურნალისტი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) ქართველი კომპოზიტორის წარმატება ამერიკაში

კოკი ლორთქიფანიძე უკვე მრავალი წელია ცხოვრობს და მოღვაწეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. 15 წელია რაც სინეტიკის თეატრის რეზიდენტი კომპოზიტორია და სხვადასხვა პროექტისთვის მუსიკას ქმნის.

ამსტერდამში გამართულ თანამედროვე მუსიკის ყოველწლიურ ფესტივალზე კომპოზიტორის ელექტრონული ნაწარმოები საუკეთესოდ დასახელდა.

რესპონდენტი: კოკი ლორთქიფანიძე – კომპოზიტორი

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: