პიკის საათი - 01.12.2022
პიკის საათი - 01.12.2022

1) პატარა ბიჭისა და მიუსაფარი ფისოს ამბავი

წყნეთში, საბავშო ბაღში მიმავალი 4 წლის ვახო რურუას მოსიყვარულე თვალს უსახლკარო და გაყინული ფისო არ გამოჰპარვია.

პატარა ბიჭს, რომელსაც სახლში მხოლოდ კუ ჰყავს და განსაკუთრებულად უყვარს ოთხფეხა მეგობრები, ბევრი არ უფიქრია და მალე, მისი თხოვნით, პატარა ფისოსთვის სახლის კეთების პროცესში  მთელი ოჯახი ჩაერთო.

რესპონდენტები: ვახო რურუა, სოფო სიხარულიძე, დავით ტატიშვილი

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) „რძე მწუხარებისა“

1 დეკემბერს ქალების მხარდამჭერი დღე „ქალები ქალებისთვის“ აღინიშნება. ამავე დღეს იწყება ახალი ლათინოამერიკული კინოს 43-ე საერთაშორისო ფესტივალი, რომლის 2009 წლის მთავარი პრიზი მიიღო ფილმმა La teta asustada.

„რძე მწუხარებისა“ პერუელი ქალების სინდრომია. თუმცა, ქალებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მწუხარება სხვადასხვა ფორმით უტარებიათ.

ამბავი მწუხარებისა და ერთმანეთში დანახული ხსნისა.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) „თბილისი საქართველოს დედაქალაქი – 900“

თამარ მეფის ქორწილი დიდუბეში, ფარნავაზ მეფის ნადირობა დიღმის ველზე, დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის აღება, ფრანგი ბარონ დე ბაის მოგზაურობა თბილისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის „შემოღამება მთაწმინდაზე“, რევაზ ლაღიძის „თბილისო“ და ბევრი სხვა – ქართველი, უკრაინელი, სომეხი და თურქი კალიგრაფების ნამუშევრები გამოფენისათვის „თბილისი საქართველოს დედაქალაქი – 900“.

გამოფენა შთაგონებულია მეფე დავით აღმაშენებლის მოღვაწეობით, მისი ეპოქის თბილისის ყოფით – იმ ქალაქის სინამდვილით, სადაც ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნება ბუნებრივი მოცემულობა იყო.

მით უფრო, რომ ზუსტად 900 წლის წინ, 1122 წელს მეფე დავითმა თბილისი საქართველოს გაერთიანებული სახელმწიფოს დედაქალაქად აქცია.

სტუმრები: გიორგი სისური – კალიგრაფი,

მარიამ კიკალიშვილი – საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის პროექტების მენეჯერი; გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

 

4) შშმ პირთა ცხოვრებისა და დასაქმების პირობების გაუმჯობესებისათვის

რა უნდა გააკეთოს  სახელმწიფომ, კერძო ბიზნესმა და თითოეულმა ჩვენგანმა შშმ პირების ცხოვრებისა და დასაქმების პირობების გასაუმჯობესებლად?

ესმა გუმბერიძე ბრიუსელში შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის განხილვის მიზნით ჩატარებულ ფორუმის დეტალებითა და ქართული რეალობის ანალიზით.

სტუმარი: ესმა გუმბერიძე – თბილისის მერთან არსებული შშმ პირთა საბჭოს წევრი

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

 

5) ეგზოტიკური ცხოველები შინ

რა უნდა იცოდეთ, თუკი ქამელეონი, გველი, მაიმუნი ან სხვა ეგზოტიკური ცხოველი „მოიშინაურეთ“? მოვლისა და უსაფრთხოების დეტალები.

რესპონდენტი: დათო თაქთაქიშვილი – თბილისის ზოოპარკის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: