1) „შალიკას შვილები“
სტუდენტური სპექტაკლის პრემიერა შალიკაშვილის პანტომიმის თეატრში, სხეულის ენით გადმოცემული ნოველები და მომავალი თაობის ექსპერიმენტული ნამუშევარი.
რესპონდენტები: დავით შალიკაშვილი – რეჟისორი, პედაგოგი, ნინო ლორთქიფანიძე – ქორეოგრაფი, პედაგოგი, პანტომიმის თეატრის წამყვანი მსახიობი.
მონაწილეები: ქრისტინე კაპანაძე, კატარინა კობერიძე, დიანა ჯიჯავაძე, ნინი გიორგაძე, სალომე ხუროშვილი, გოდვინ თუდები, ალექსანდრე თევზაძე.
ავტორი: მარიამ ჩოჩია
2) საუბრების სერია „შუქი მოვიდა“
საუბრების სერიის ფარგლებში აუდიტორია პირისპირ შეხვდება ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ცხოვრებაზე, განვლილ გზაზე, დაბრკოლებებზე ამ დაბრკოლებების გადალახვაზე და გამარჯვების ისტორიებზე ისაუბრებენ.
რესპონდენტები: სოფო ნადირაძე – ასოციაცია MAC Georgia წევრი; ღონისძიების ოგანიზატორი,
მარიკო კობახიძე – იურისტი; ეტლით მოსარგებლე,
მარი გელაშვილი – Consort Georgia წარმომადგენელი, სპიკერი,
ბაჩო გრძელიძე – ეტლით მოსარგებლე; სპიკერი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
3) რამ შექმნა მიკ ჯაგერი?
მიკ ჯაგერი – მაძიებელი და ჰიპერენერგიული მუსიკოსი, რომელიც დღემდე ანშლაგებით ატარებს კონცერტებს.
რესპონდენტი: ნიკა ლეჟავა – მელომანი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი
4) ექვთიმე თაყაიშვილის თხზულებები 12 ტომად
„უცნაური ხალხი ვართ ქართველები! დამსახურებული ადამიანების მიმართ პატივის მიგების გზები ყოველთვის გაუგებარია. ვინ არ იცის ექვთიმე თაყაიშვილი და ვინ არ უწყის მისი ღვაწლის შესახებ? მაგრამ 21 საუკუნეშიც კი არ გვქონდა მეცნიერის თხზულებათა მრავალტომეული“, – ბუბა კუდავა.
დასრულდა დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ექვთიმე თაყაიშვილის შრომების მრავალტომეულის გამოცემა. მეცნიერი მემკვიდრეობის გარკვეული ნაწილი დღემდე გამოუქვეყნებელი იყო, ნაწილი კი ბიბლიოგრაფიულ იშვიათობადაა ქცეული.
თხზულებების სრულად გამოცემის საქმე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ და გამომცემლობა „არტანუჯმა“ ითავეს.
სტუმარი: ბუბა კუდავა – ისტორიის დოქტორი; გამომცემლობა „არტანუჯის“ დამფუძნებელი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი
5) «Le Train de Koutaïssi: vingt poètes géorgiens» / „ქუთაისის მატარებელი: ოცი ქართველი პოეტი“
„თარგმანი იმ ალქიმიის შედეგია, რაც ტექსტსა და მთარგმნელის მგრძნობელობას შორის ხდება. განსაკუთრებით პოეზიაში“, – ბაჩანა ჩაბრაძე.
„ქუთაისის მატარებელი“ ეს არის ფრაზა ვახტანგ ჯავახაძის ერთ-ერთი ლექსიდან, რომელიც ფრანგმა გამომცემელმა ქართული პოეზიის ფრანგულენოვანი ანთოლოგიის სახელად შეარჩია.
რესპონდენტი: ბაჩანა ჩაბრაძე – პოეტი; მთარგმნელი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: