პიკის საათი - 14.07.2023
პიკის საათი - 14.07.2023

1) „ვაჟას ენა მარადიული ქართული ლაპარაკია…“

„ვინ იცის ეგრე ძალიან რად შეუფუქრიანებია ვაჟა-ფშაველა გველებისაგან შვილებიანად დაკბენილ ლაოკოონს? თავადაც ხომ არ გრძნობს, თუ როგორ ეგრაგნებიან მთელ სხეულზე სიდუხჭირისა და მტრობის გველები? – და თვითონაც ლაოკოონივით – კი არ ყვირის ითმენს. ისე ითბენს, რომ მარტო კვნესა თუ აღმოხდება ხოლმე და ამისიც რცხვენია… ეს ყოფილა ვაჟას ცხოვრება, სწორედ ეს, – როცა ტკივილი და სილამაზე ძალიან ახლო-ახლოს არიან და როცა კლდის პირზე ყელმოღერებული პირიმზე უფსკრულს ჩაჰურებს ეჭვით.“

რესპონდენტი: მიხო მოსულიშვილი – მწერალი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

2) ნოდარ დუმბაძის მზე გურიიდან ისრაელამდე

2023 წლის 14 ივლისი, ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 95-ე წელი, გურიაში ორი ახალი წიგნის წარდგენით აღინიშნება.

ერთ წიგნად (610 გვერდი) შეკრული რეცენზიები, წერილები, ნარკვევები და გამოკვლევები, რაც ნოდარ დუმბაძის მრავალმხრივი შემოქმედებითი მემკვიდრეობის მეცნიერული შესწავლა-დამუშავების პირველ მცდელობას წარმოადგენს. კრებულში ნოდარ დუმბაძის ხელნაწერებიცაა შესული.

დიმიტრი ხვთისიაშვილის წიგნ-ალბომი „ნოდარ დუმბაძე ქართული თეატრის სცენაზე“

„მას დიდი მოშურნეები არ ჰყოლია, ისეთი მეგობრები, კი მისთვის სიცოცხლესაც რომ გაიღებდნენ, ნამდვილად ჰყავდა“, – მანანა დუმბაძე.

რესპონდენტები: ქეთი და მანანა დუმბაძეები.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

3) „არაბულის მასწავლებელი“ ფრანგულად

გამომცემლობამ „კარნე დიუ დესერ დე ლიუნ“, თანამედროვე ევროპული პოეზიის ახალი სერიის ფარგლებში, გიორგი ლობჟანიძის ლექსების კრებულის „არაბულის მასწავლებელი“ ფრანგული თარგმანი გამოსცა.

„დიახ, ეს არის გულივით მფეთქავი პოეზია, რომლის, თითქოს, თითებით პალპირებაც კი შეიძლება“, – მთარგმნელი ბაჩანა ჩაბრაძე.

გიორგი ლობჟანიძის კრებულის ერთ-ერთ ანოტაციაში წერენ: ,,სიღარიბის, სოციალური უსამართლობის, პოლიტიკური პროპაგანდისა, თუ სხვადასხვა რელიგიური დოგმით შებოჭილი, მუშაითივით თოკებზე მობარბაცე პოეტი ერთმანეთის მიყოლებით გადადის ყველა სამლოცველოს მიღმა და ამჯობინებს საკუთარ სიმართლეთა გარდა არაფრის სჯეროდეს. ის იქნება ჩვენი ახალი ენისა და ხელახლა გადააზრებული, მომთაბარე, უმომავლო და უწარსულო უღლების მასწავლებელი“

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: