1) რადიოგიდი მედიცინის მუზეუმში
მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია სამედიცინო და არამარტო ამ დარგის ნიმუშები, რომელთაგან ყველაზე ძველი მოიცავს 16 მლნ წლის წინანდელ არტეფაქტს.
მუდმივი საგამოფენო მასალა დაკომპლექტებულია ძვ.წ XIII საუკუნიდან მე-20 საუკუნის მიჯნამდე დათარიღებული საექსპოზიციო ნიმუშებით.
რესპონდენტები: ივლიანე ფაილოძე – ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის გიდი;
რამაზ შენგელია – ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის დირექტორი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
2) პროფესიული განათლება გერმანიაში
„პიკის საათის“ სტუმარი საკუთარ გამოცდილებას უზიარებს გერმანიაში პროფესიული განათლების მიღების მსურველ ახალგაზრდებს.
სტუმარი: გიორგი ჩუბინიძე – ისტორიკოსი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი.
3) ჯორჯ ბალანჩინი – 120
ჯორჯ ბალანჩინი – ხელოვანი, რომლის წარმატებასაც გასაოცარი ალღო და დეტალებში მიგნებული სიდიადე განაპირობებდა!
ჯორჯ ბალანჩინი – ხელოვანი, რომელიც მუსიკას დაგანახებს და მოძრაობას მოგასმენინებს!
ჯორჯ ბალანჩინი – ხელოვანი, რომელმაც პირველი ამერიკული დადგმის „სერენადას“ საბჭოეთში გადმოსატანად ასისტენტად მარინა ალექსიძე აიყვანა.
სტუმარი: მარინა ალექსიძე – ბალეტის მოცეკვავე, პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული არტისტი.
4) „სმურფები“ პირველ არხზე
სტუმრები: ანა ზამბახიძე და ნიკა წერედიანი – მსახიობები.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: