პიკის საათი - 20.06.2024
პიკის საათი - 20.06.2024

1) „ქალის სახარება“

სტუმარი: მარიამ ცქიფურიშვილი – მსახიობი; დებიუტანტი მწერალი.

 

2) თბილისში სულხან გველესიანის ვარსკვლავი იხსნება

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ერთი ტაქტი მაინც მასწავლა იმ დიდ ხელოვნებაში, რასაც საოპერო ხელოვნება ჰქვია; ვინც ერთი კეთილშობილური რჩევა მაინც მომცა… და კიდევ ერთი საოცრება უნდა ვთქვა – დიდი მადლობა იმ მტრებს, რომლებიც ჩემს სცენაზე ასვლას ეწინააღმდეგებოდნენ. მათ გამაძლიერეს!“

4 ივლისს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ სულხან გველესიანის ვარსკვლავი გაიხსნება.

სტუმარი: სულხან გველესიანი – ბარიტონი; თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი.

 

3) რეალური და ციფრული ქუთაისი

თამაში „ოდისეა: საქუთაისო“ – ქუთაისის სიყვარულითა და ათასწლოვანი კულტურით შთაგონებული ციფრული ხელოვნების ნიმუში.

„AR ქალაქი-მუზეუმი“ – გაძლიერებული რეალობის (AR/Augmented Reality) ტექნოლოგიით შექმნილი, საერთაშორისო ასპარეზზე უპრეცედენტო სატელეფონო აპლიკაცია ქუთაისის არქიტექტურისთვის.

იმერეთის ტურიზმის სამსახურის სტრატეგია 3500 წლის ქუთაისის ტრადიციისა და მომავლისათვის!

რესპონდენტი: მარი დევიძე – DMO იმერეთის აღმასრულებელი დირექტორი.

 

4) „მუსიკა: ამბოხის, სირცხვილისა და მითვისების ისტორია“

„ამ წიგნში მუსიკის ისტორია დიდი აფეთქებიდან იწყება და სტრიმინგ სერვსებამდე მოდის. ავტორი განმარტავს, რომ მუსიკალური ინოვაცია ყოველთვის ვითარდება გარედან და ქვემოდან. ამას არასოდეს აკეთებს ელიტა, ამას აკეთებს ჩაგრული ადამიანი“.

რესპონდენტი: ნიკო ნერგაძე – წიგნის მთარგმნელი.

 

5) 20 ივნისი ზოოპარკებში სპილოების დაცვის საერთაშორისო დღეა!

ზოოპარკებში სპილოების დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში ყოველწლიურად 20 ივნისს აღინიშნება, რომელიც სპილოების დაცვასა და შენარჩუნებას ეძღვნება.

თბილისის ზოოპარკში ორი სპილო მალკა და გრანდი ბინადრობს, ზაფხულის ცხელ დღეებს თამაშ-თამაშით უმკლავდებიან.

რესპონდენტი: ნანა ზარქუა – თბილისის ზოოპარკის ჩლიქოსანთა ცხოველთა განყოფილების ხელმძღვანელი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი:ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: