პიკის საათი - 20.06.2023
პიკის საათი - 20.06.2023

1) „ჩერჩილის ფაქტორი“

„მახვილგონივრული იუმორით გამორჩეული ავტორის ხმა მკითხველს მშრალ ისტორიულ ფაქტებს კი არ აღუწერს, არამედ უინსტონ ჩერჩილის სიმამაცეზე, ჰუმანურობაზე, გულისხმიერებაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ საკუთარი პრინციპების ერთგულება ქმნის „ფაქტორს“ და მოაქვს გამარჯვება.“ – ბრიტანელი პოლიტიკოსის, ჟურნალისტისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის 2014 წლის წიგნი, რომლიც უკვე ქართველი მკითხველისთვის ხელმისაწვდომია, ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრზე უინსტონ ჩერჩილზე და მის ქმედებებზე თანამედროვე პოლიტიკოსის დამოკიდებულებაზე მოგვითხრობს.

რესპონდენტი: ია ჯეჯელავა – მთარგმნელი.

ავტორი: ელენე ტუშური

 

2) ზოოპარკის ბინადარი სპილოების დღე

– ბავშვების წარმოდგენა სპილოების შესახებ.

– ბატონი გრანდის და ქალბატონი მალკას ყოველდღიური ცხოვრება თბილისის ზოოპარკში და მათი მოვლის სპეციფიკა.

რესპონდენტი: მზია შარაშიძე – თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

3) თბილისის თაფლის ფესტივალი

თბილისი თაფლის ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ქართული თაფლი თავისი მრავალფეროვნებით, მასშტაბებითა და წარმატებებით, რომელსაც ამ სექტორმა ბოლო შვიდიწლის მანძილზე მიაღწია.

ვიზიტორებს შეეძლებათ დააგემოვნონ სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოტანილი საუკეთესო თაფლი, დატესტონ მეფუტკრე ქალების მიერ დამზადებული ნატურალური კოსმეტიკური საშუალებები.

ფესტივალი ორი დღის მანძილზე უმასპინძლებს დედაქალაქის მაცხოვრებლებსა და მის სტუმრებს.

სტუმარი: გოგა გოგაშვილი – საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; თაფლის ფესტივალის ორგანიზატორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) უსამართლოდ მივიწყებული მწერალი

„ამ წიგნზე მუშაობამ საბოლოოდ დამარწმუნა დროის პირობითობასა და საუკუნეთა მთლიანობაში. თითქოს ეპოქათა ნისლი იფანტებოდა, ასე ცოცხლად არასოდეს მიგრძნია წინაპართა განვლილი და განცდილი“, – ამბობს მიხეილ ჭონქაძე, ჭონქაძეების ოჯახის შთამომავალი.

წიგნით „დანიელ ჭონქაძე – ცხოვრება და შემოქმედება“ მკითხველი მწერლის შესახებ აქამდე უცნობ არაერთ ამბავს გაეცნობა და მის რამდენიმე ფოტოსაც პირველად იხილავს.

სტუმარი: მიხეილ ჭონქაძე – ავტორი წიგნისა „დანიელ ჭონქაძე – ცხოვრება და შემოქმედება“.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: