პიკის საათი - 17.03.2023
პიკის საათი - 17.03.2023

1) „ბედი მომეც, სანაგვეზე გადამაგდე“

რა ხდება მაშინ, როცა მივიწყებული სიმბოლოების ნაგავსაყარზე აღმოჩნდება ადამიანი?!

სხვადასხვა კულტურიდან იღბალის მომტანი სიმბოლოები ხომ სწორედ აქ იყრიან თავს?!

ჰამსა, მანეკი-ნეკო, ოთხ ფოთლიანი სამყურა – სიმბოლოები, რომელსაც ადამიანების აზრით მათთვის წარმატება მოაქვს.

ავტორი: ელენე ტუშური

 

2) ექსპედიცია აშუღთა კულტურული მემკვიდრეობის კვლევისათვის

ორგანიზაცია „ფოლკლორული საქართველო“, რომელიც საქართველოს ფოლკლორის ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანული თემის ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის პროექტს იწყებს.

ექსპედიცია მოიცავს საქართველოს აზერბაიჯანელთა მუსიკალური ტრადიციების შესწავლა/ფიქსაციას, მოქმედი შემსრულებლებისა და მუსიკალური საკრავების ოსტატების აღნუსხვას, აზერბაიჯანელი ახალგაზრდებისათვის კარიერული განვითარების ხელშეწყობას, აზერბაიჯანული ტრადიციული მუსიკის გაცნობას უფრო ფართო აუდიტორიისათვის საქართველოში და ა.შ.

რესპონდენტები: სანდრო ნათაძე – პროექტის ხელმძღვანელი,

ნარგილე მეჰთიევა, ზიადდინ ალიევა – პროექტის მონაწილეები.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

3) ძილის ჰიგიენა

„ძილი ადამიანის არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობის გარანტია. უძილობა არაერთ დაავადებას იწვევს და ადამიანს მუდმივი შფოთვის რეჟიმში ამყოფებს. მხოლოდ ძილის მოგვარებით ბევრი პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი“, – ნინი ჭაჭია.

17 მარტს მსოფლიო ძილის დღეს აღნიშნავს.

სტუმარი: ნინი ჭაჭია – ფსიქოლოგი; ფსიქოთერაპევტი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

4) „თავისუფალი ქალაქი“

„თავისუფალი ქალაქი“ –  ასე ჰქვია პანოს, რომელიც 50 ქართველი მხატვრის თავისუფალი ნებითა და უკრაინელი ხალხის სოლიდარობისთვის შეიქმნა. დამოკიდებულებით შეიქმნა. ქართველმა მხატვრებმა უკრაინელი ხალხის სოლიდარობისთვის შექმნა.

„თავისუფალი ქალაქი“ –  ეს არის ვირტუალური ქალაქი, სადაც 50 სიუჟეტით კაცობრიობის მუდმივი დილემის, მტრობისა და სიყვარულის ამბავია გადმოცემული. იყო ასახული სხვადასხვა სიუჟეტები, რაც თავისუფლების იერს ქმნის.

სტუმრები: მამუკა ცუცქირიძე და გიორგი ხახუტაშვილი – მხატვრები.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

5) „დილით ამომავალო მზეო“ – ალექსანდრე ხარანაულის დებიუტი

„არსებობს ზმნა, რომელიც ყველაფერს აქართულებს!“ – იტყვის ეთერში მუსიკაზე სასაუბროდ მოწვეული ალექსანდრე ხარანაული.

გაიცანით ახალგაზრდა რეჟისორი და მუსიკოსი, რომელმაც სამყაროსთან სასაუბრო ენა უკვე შეარჩია.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: