პიკის საათი - 16.06.2023
პიკის საათი - 16.06.2023

1) ავტომობილების გამონაბოლქვის შემამცირებელი ღონისძიებები

მავნე ნივთიერებებით ყველაზე დაბინძურებული ქალაქები; ქუჩებში ავტომანქანების კონტროლი და სანქციები;

დახარვეზებული მანქანების სტატისტიკა, რომელიც ქალაქში მაინც გადაადგილდება; კატალიზატორების გაქირავება; ძველი მანქანების იმპორტის აკრძალვა – რას შეცვლის პრემიერის ინიციატივა და ახალი რეგულაციები?

რესპონდენტი: სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ნოე მეგრელიშვილი; „ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) 16 ივნისს მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული ლიტერატურული დღესასწაული აღინიშნება

თარიღი ერთ კონკრეტულ წიგნს, ჯეიმს ჯოისის „ულისეს“ მიემართება. თუმცა ლიტერატურული დღეები, რომელიც მთელი კვირა გრძელდება ჯეიმს ჯოისთან ეთად უილიამ ბათლერ იეიტსის,  ხსოვნას ეძღვნება.

„ულ­ი­ს­ეს“ ქა­ლ­აქს, დუბლინს ამ თრიღის გამო ათასობით ტუ­რი­ს­ტი სტუმრობს, წიგნის მარშრუტის მიხედვით, სპე­ცი­ა­ლუ­რ­ად ტუ­რი­ს­ტ­თა­თ­ვ­ის და­ბე­ჭ­დი­ლი რუკებით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბ­ი, ბევრს ივლიან ქალაქში და გზადაგზა ხმამაღლა წაიკითხავენ ამონარიდებს წიგნიდან.

16 ივნისს ამ ფესტივალს მსოფლიოს 62 ქვეყანა ეხმიანება, რომელთა შორისაა საქართველოც (2017 წლიდან).

16 ივნისს 18.00 საათზე საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება ბლუმსეი, რომელზეც ნანა შალამბერიძე – ქართულ-ირლანდიური ცენტრის ხელმძღვანელი გვიამბობს.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) „გზავნილი ხარაგაულიდან“ – პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა

19 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტთა სასწავლო ჟურნალის – „გზავნილი ხარაგაულიდან“ – პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა.„გზავნილი“ თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტთა სასწავლო ჟურნალია. ის უკვე 10 წელია არსებობს და, 2013 წელს დაწყებული სასწავლო პროექტის ფარგლებში, ემსახურება სტუდენტების პრაქტიკულ დაოსტატებას.

„გზავნილის ფარგლებში“ თსუ-ის სტუდენტებს უკვე მომზადებული და გამოცემული აქვთ 30 ჟურნალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. პროექტის ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე.

სტუმრები: მაია ტორაძე – თსუ-ის ასოცირებული პროფესორი; პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი,

თამარ კირკიტაძე – ნომრის მთავარი რედაქტორი,

მარიამ მთივლიშვილი – ნომრის რედაქტორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

4) პროფესორი რიხარდ მეკელაინის უნიკალური საარქივე მასალა საქართველოშია

16 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასა და მუზეუმს გადაეცემა გერმანელი ქართველოლოგის, პროფესორ რიხარდ მეკელაინის (1880-1948), პირადი არქივი, რომელიც მისმა შვილიშვილებმა, ქალბატონმა ანგელიკა კაისჰოლდმა და ქალბატონმა მარი-ლუიზე მაიერ-ვეგელინმა უსასყიდლოდ გადმოსცეს საქართველოს. საზეიმო შეხვედრაზე დასასწრებად თბილისს ეწვევა რ. მეკელაინის ოჯახის ხუთი წევრი.

პირველი მსოფლიო ომის დროს პროფ. რიხარდ მეკელაინი კითხულობდა ლექციებს ქართული კულტურის შესახებ და ასწავლიდა ქართულ ენას ბერლინის ფრიდრიხ ვილჰელმის სახელობის (ამჟამად ჰუმბოლდტის სახელობის) უნივერსიტეტში. მას ეკუთვნის პირველი ქართულ-გერმანული ლექსიკონი და გერმანული ენის პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო, რომლითაც ისწავლებოდა გერმანული ახლად დაარსებულ თბილისის უნივერსიტეტში.

სტუმარი: ალექსანდრე კარტოზია – პროფესორი; საქართველოს ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის კლუბის პრეზიდენტი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: