პიკის საათი - 14.02.2023
პიკის საათი - 14.02.2023

1) სიყვარულის აუდიოკრებული

კოსტავას 68-ში უამრავი სიყვარულით სავსე ჩანაწერი ინახება. ამიტომ, სიყვარულისა და წიგნის ჩუქების დღეს იმ ჩანაწერებს მოვუყარეთ თავი, რომლებიც ქართველ მწერლებს, პოეტებსა და რეჟისორებს სიყვარულზე უთქვამთ.

სიუჟეტში ფრაგმენტები გამოყენებულია:

– შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსანი“ ოცდამეცამეტე თავი – კითხულობს: გურამ საღარაძე;

– ფრაგმენტი კონოფილმიდან „შერეკილები“, რეჟ. ელდარ შენგელაია;

– ნიკოლოზ ბარათაშვილი „არ უკიჟინო სატრფოო“ – კითხულობს: ნინო კასრაძე;

– რადიოსპექტაკლები: გურამ დოჩანაშვილი;

– „იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი“, ნოდარ დუმბაძე;

– „მე ბებია ილიკო და ილარიონი“ – რეჟ. ზურაბ კანდელაკი;

– რევაზ ინანიშვილი „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“ – რეჟ. გურამ მაცხონაშვილი;

– სატელევიზიო სპექტაკლი – გურამ დოჩანაშვილი „ერთი რამის სიყვარული დაფარვა, რომ სჭირდება“ რეჟ. ზურაბ კანდელაკი.

ავტორი: ელენე ტუშური

 

2) სად არის ლიკა?

„ძალიან ბევრს ჰგონია, რომ მოგზაურობა კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული და თუ დაბალი ბიუჯეტით მოგზაურობ, აუცილებლად ცუდ პირობებში გიწევს ყოფნა, რაც სულაც არ შეესაბამება სიმართლეს.
ბოლო 10 წლის განმავლობაში ბევრი ხერხი ვისწავლე, თუ როგორ გავაკეთო ეკონომია გრძელვადიანი მოგზაურობის დროს.“

ვინ არის და სად არის ლიკა?

რესპონდენტი: ლიკა დუმბაძე – მოგზაური.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

3) მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) ქართველი მენეჯერი

მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მსოლფიოს 124 ქვეყნის წარმომადგენლობაში 45 000 ადამიანს აერთიანებს. უკვე 16 წელია ICOM-ის ქართული წარმომადგენლობა იმავე მიზნებს და მისიებს ახორციელებს, რასაც ზოგადად ორგანიზაცია.

მუზეუმების საერთაშორისო საბჭო აერთიანებს ეროვნულ და პროფესიულ კომიტეტებს, რომლებიც, პროფილის მიხედვით, კონკრეტული ცოდნისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს ერთ სივრცეში უყრის თავს.

რა არის მუზეუმი?

მუზეუმი არაკომერციული, მუდმივმოქმედი დაწესებულებაა, რომელიც ემსახურება საზოგადოებას,  აგროვებს და მეცნიერულად იკვლევს როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებს, ახდენს მათ გამოფენას და ინტერპრეტაციას. ინტერპრეტაცია ტერმინია, რომელიც არა მხოლოდ წარადგენს ექსპონატს, არამედ მასთან დაკავშირებული ინფორმაციაც მიაქვს მნახველამდე.

სტუმარი: ნანა მეფარიშვილი – მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) არქიტექტურისა და სამუზეუმო ტექნიკების საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე; არქიტექტორი, ქართული ტრადიციული საცხოვრებლის მკვლევარი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში 16 თებერვალს აიღებს სტარტს

16 თებერვლიდან ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს აიღებს და 5 მარტის ჩათვლით 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი ერთმანეთს ყველაზე სანახაობრივ და ექსტრემალურ სახეობებში შეეჯიბრება. მათ შორის იასპარეზებენ ქართველი ათლეტები: ნიკა ელოშვილი – Slopestyle/Big Air; ლუკა ჩოფიკაშვილი – Slopestyle/ Big Air; ბექა ბერძენიშვილი – Ski Cross; რევაზ ნაზღაიძე – PGS / PSL; დავით თედიაშვილი – Ski Cross

სპეციალურად ჩემპიონატისთვის შეიქმნა სიმღერა „გაუმარჯოს მზეს“.

სტუმარი: ზურაბ კოსტავა – საქართველოს სათხილამური ფედერციის პრეზიდენტი.

სატელეფონო ჩართვა: მიკა მდინარაძე – კომპოზიტორი.

წამყვანები: ელენე ბილიხოძე და სოფო გოდუაძე

 

5) ქართველი მუსიკოსები ხარკოვის სამეცნიერო მუსიკოლოგიურ კონფერენციაზე

ქართველმა პიანისტმა ნინო ჟვანიამ ხარკოვში გამართულ სამეცნიერო მუსიკოლოგიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, გდანსკის მუსიკის აკადემია და ვალენსიის კონსერვატორია.

კონფერენციის კიდევ ერთი მომხსენებელი იყო თბილისის კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი გვანცა ღვინჯილია.

სტუმარი: ნინო ჟვანია – პიანისტი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: