1) ილია ვაჩნაძე – 75
სტუმარი: ილია ვაჩნაძე – ოპერატორი.
2) AI კვირეული ქალებისა და გოგონებისთვის იწყება!
პროექტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით ხორციელდება და ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენებას გულისხმობს. კვირეულს საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია ახორციელებს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 14 ოქტომბერი. 30 შერჩეულ მონაწილეს (15 მეწარმე ქალი, 15 9-12 კლასის მოსწავლე) 5-დღიანი სამუშაო შეხვედრებისა და პრაქტიკული სესიების სერია ჩაუტარდება.
სტუმარი: დეა ქართველიშვლი – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტების მენეჯერი.
3) ჩაიცვი თეთრი საქართველოსთვის! – პირდაპირი ჩართვა პოზნანიდან
ქართველი ქომაგების საგულშემატკივრო მსვლელოობა პოლონეთის ქალაქ პოზნანში.
რესპონდენტი: ანი კიკნაძე – ქომაგი.
4) „ღია სახალისო ფეხბურთი“
პროგრამა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭრით სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოზარდებისთვის ხორციელდება.
რესპონდენტი: მამუკა კვარაცხელია – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პროგრამა „ღია სახალისო ფეხბურთის“ ხელმძღვანელი.
5) „მთავარი ეკონომიკაში“
ადგილობრივი ტურიზმის წასახალისებელი მასშტაბური კამპანია და გამოვლენილი გამარჯვებულები.
ვინ და რა ხერხებით შეძლო აჭარის ტურისტული პოტენციალის ყველაზე წარმატებულად წარმოჩენა, როგორ მიმდინარეობს მზადება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნოლოგიების მეთორმეტე საერთაშორისო გამოფენისთვის, რა როლს თამაშობს ქვეყნისა, რეგიონის პოპულარიზაციაში სათავგადასავლო რალი.
რესპონდენტი: ფირუზ ბოლქვაძე – აჭარის ტელევიზიის გადაცემის „მთავარი ეკონომიკაში“ წამყვანი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: