პიკის საათი - 11.01.2023
პიკის საათი - 11.01.2023

1) რომელი საგნები უნდა ისწავლებოდეს სკოლაში?

ლოგიკა, კიბერუსაფრთხოება, ფსიქოლოგია, ავტომობილის მართვა, ფინანსური განათლება, ეთიკა – საგნები, რომელთა სასკოლო პროგრამაში შეტანის სურვილი მშობლებმა გამოთქვეს და განათლების სპეციალისტის მოსაზრება.

რესპონდენტი: გიორგი ჭანტურია – განათლების კოალიციის დირექტორი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) დონ დელილო – „წინასწარმეტყველი მწერალი“

მწერალ დონ დელილოს ცოცხალ ამერიკელ მწერლებს შორის საუკეთესოდ და ქვეყნის თანამედროვე მემატიანედაც კი მიიჩნევენ.

მისი პირველი ნოველა 1971 წელს გამოიცა და მას შემდეგ მკითხველისთვის იმ მწერალთაგანია, რომელიც მათ განსხვავებული გზით ფიქრისკენ უბიძგებს.

მას ხშირად განიხილავენ, როგორც წინასწარმეტყველ მწერალს, რომელიც მომავალში მიმდინარე პროცესებს საზღვრავს, მაგრამ რასაც ის რეალურად აკეთებს ეს იმაზე ინტენსიური ფოკუსირებაა, რაც ყოველთვის ჩვენ გარშემო იყო და არის.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) „ბატონები“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განახლებულ ნუსხაში

„ბატონებო“ – რიტუალური სასიმღერო ნიმუშები სხეულის საკურნებლად და ტრადიცია, რომელსაც დღემდე ინახავს ხალხი.

სტუმრები: ნანა ვალიშვილი – ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხალხური მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელი, ეთნომუსიკოლოგი,

მაგდა კევლიშვილი – ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის ეთნომუსიკის თეატრთან არსებული სტუდია „ამერ-იმერის“ ხელმძღვანელი,

ანასტასია გოგბერაშვილი – ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის ეთნომუსიკის თეატრთან არსებული სტუდია „ამერ-იმერის“ წევრი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

4) ნატო გაბუნიას ღია გაკვეთილი თბილისში

ნატო გაბუნიამ წლების განმავლობაში შეიმუშავა ვიოლინოზე დაკვრის სწავლების საკუთარი მეთოდი, რომელიც სხვადასხვა სკოლისა და ტრადიციის კომბინაციას წარმოადგენა. ამჟამად სრული დატვირთვით ასწავლის ახალგაზრდა და პერსპექტიულ მევიოლინეებს.

სტუმარი: ნატო გაბუნია – მევიოლინე; კომპოზიტორის, პიანიატისა და პედაგოგის, თბილისის კონსერვატორიის ერთ- ერთი რექტორის ნოდარ გაბუნიას ქალიშვილი

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

5) იდიშური ენის სწავლებისათვის

თითქმის ასწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისში ისევ გაიხსნა იდიშური ენის კურსი, რომელსაც ლაშა შაყულაშვილი გაუძღვება.

ის სტუდენტებს იდიშურ ენას და კულტურას უფასოდ ასწავლის, სწვალის მეთოდიც განხსვავებულია.

რესპონდენტი: ლაშა შაყულაშვილი – თელ-ავივის უნივერისტეტის არქეოლოგიისა და ებრალისტიკის სკოლისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის იშვიათ ებრაულ ენათა იდიშური პროგრამის კურსდამთავრებული.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: