1) მარიამ არჯევნიშვილი – 105
2023 წლის 13 სექტემბერს ქართველი მომღერლის, ლოტბარის, კომპოზიტორისა და ფანდურზე უბადლოდ შემსრულებლის, მარიამ არჯევნიშვილის დაბადებიდან 105 წელი შესრულდება.
მარიამ არჯევნიშვილი დაკრძალულია ყვარლის მუნიციპალიტეტის გრემის მთავარანგელოზის ეკლესიის ეზოში.
მასალა ემსახურება შემოქმედის დაბადების თარიღის ჩასწორების მცდელობას, რომელიც ინტერნეტში შეცდომითაა გავრცელებული.
რესპონდენტი: თამარ გეგიაძე – ექიმი; მარიამ არჯევნიშვილის შვილიშვილი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი
2) „თქვი გოგო!..“
ანა კორძაია-სამადაშვილის შემჩნეული ქალები ქართულ ლიტერატურაში.
– შუშანიკისა და ვარსქენის ანუ „ყველაზე მაგარი გოგოსა და ბიჭის“ ამბავი
– ამბავი იმისა, თუ როგორ გამოიმეტა სამყარომ ახალგაზრდა მწერლისთვის მარცვალი – „ჰო!“
– დევი გოგოები თავზე მოოქროვილი რქებითა და ჩიტის ბუდით.
რესპონდენტი: ანა კორძაია-სამადაშვილი – მწერალი.
ავტორი: ელენე ტუშური
3) „ევროპა ჩვენი არჩევანი კი არა, ჩვენი იდენტობაა!“
„ამ სამყაროში ყველაფრის მოდელირება შეიძლება გარდა ფსიქიკური წყობისა, რომელიც ჩვენთვის აბსოლუტურად ევროპულია და ამას ვერაფერი შეცვლის!“, – ესმა მანია.
ქართველების მუდმივი სწრაფვა ევროპული განათლებისადმი, ილია ჭავჭავაძის პირად ჩანაწერებში ჩანიშნული სახელმწიფოებრივი მოწყობის ევროპული ქარგა, ქართველების აკადემიური ინტერესი უცხო ენებისადმი, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის ფრანგულენოვანი დღიურები, ბარბარე ყიფიანის ბრიუსელის დღიურები, მიხაი ზიჩის საჩუქარი ქართველ ერს – რამდენიმე ფრაგმენტი ქართულ-ევროპული და ევროპულ ქართული დიალოგიდან.
სტუმარი: ესმა მანია – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საზოგადო მოღვაწეთა არქივის მცველი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი
4) ლევან გოთუა – კაცი, რომელსაც სინდისი ცრემლზე წმინდა ჰქონდა
„ქართველი ადამიანის გულში მისი, როგორც ღირსეული, მტკიცე, გაუტეხელი ადამიანის ადგილი ნამდვილად არის“, – მაია გოთუა.
2023 წლის 10 მარტს ლევან გოთუას დაბადებიდან 118 წელი შესრულდა.
სტუმარი: მაია გოთუა – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი; ლევან გოთუას ძმისშვილი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი
5) სენსორულ ინკლუზიური ბაღი შშმ პირებისთვის
რამდენიმე წლის წინ, გამორჩეულ აგრარიკოსს, ჰერბალისტსა და გარემოს დამცველ ინგა ბაშიროვს, რომელიც სოციალურ სივრცეში ინგა აბიგლუკოზადაა ცნობილი, შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებისათვის სენსორული ინკლუზიური ბაღის გაშენების იდეა გაუჩნდა.
მაშინ ინგას დონორებთან ურთიერთობის გამოცდილება არ ჰქონდა და პროექტი დროებით შეაჩერა. თუმცა, ახლა ფართო საზოგადოებას გააცნო და სურვილი აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციას პროექტი სრულიად უანგაროდ აჩუქოს.
რესპონდენტი: ინგა ბაშიროვი – გარემოს დამცველი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
6) ნიკოლოზ ბარათაშვილი იმპერიის პირისპირ
– გიორგი სავანელის წიგნის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში;
– ნიკოლოზ ბარათაშვილის ოჯახის ტრაგედია იმპერიის მარწუხებში;
– რომანტიკოსი და გულჩათხრობილი პოეტის ნაცვლად, შეუპოვარი და მებრძოლი ახალგაზრდა კაცი – ნიკოლოზ ბარათაშვილი!
რესპონდენტი: ნიკოლოზ ფაიქრიძე – მსახიობი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: