პიკის საათი - 13.07.2023
პიკის საათი - 13.07.2023

1) ანსამბლ „ლაშარელას“ ახალი სიცოცხლე

ანსამბლი „ლაშარელა“ 1984 წელს მაღაროსკარის კულტურის ცენტრში ვალიკო ცქიფაშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა. მაღაროსკარი დღეს ფშავის ყველაზე დიდი დასახლებული ადგილია, მაგრამ საბჭოთა სისტემის დაშლის მერე ეს კლუბი უმეტესწილად დახურულია უსახსრობის გამო.

ნინო ნაყეურმა ფოლკლორული ანსამბლი ძველი და ახალი შემადგენლობით აღადგინა და  „ლაშარელას“ სახელით აგრძელებს ფშავური ფოლკლორის ტრადიაციას. ანსამბლი მსმენელს მალე განახლებულ შემოქმედებასაც წარუდგენს.

რესპონდენტები: ნინო ნაყეური – ლოტბარი,

ვალიკო წოწკოლაური, ნანა ღრუბელაშვილი – ანსამბლ „ლაშარელას“ წევრები.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) ვახტანგ მაჭავარიანის სამართლებრივი გზავნილები სოციალურ ქსელში

– ქუჩაში რომ დავდივარ მიღიმიან. ადრე არ მიღიმოდნენ. ეს შეგრძნება ყველაფრად ღირს!

– ჩვენ ჩვენი ქცევით დოგმებისა და საზოგადოების ხედვის შეცვალც კი შეგვიძლია!

– 50 წლის ასაკში მივხვდი რუსთაველის სიტყვების სიღრმეს – თუ არ გავცემთ ვერაფერს მივიღებთ!

რომანტიკოსი ადვოკატი, რომელიც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას სოციალური მედიის დახმარებით ცდილობს.

რესპონდენტი: ვახტანგ მაჭავარიანი – ადვოკატი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

3) კინოჩვენება „უმბერტო ეკო – სამყაროს ბიბლიოთეკა“

იტალიის საელჩო თბილისში და მწერალთა სახლი წარმოგიდგენთ დოკუმენტურ ფილმს „უმბერტო ეკო – სამყაროს ბიბლიოთეკა“ (რეჟ. დავიდე ფერარიო). ფილმი ეძღვნება იტალიელ მწერალსა და სემიოტიკოსს, ფილოსოფოსსა და იტალიური კულტურის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოაზროვნეს, უმბერტო ეკოს და მის პირად ბიბლიოთეკას, რომელიც 30 000-ზე მეტი თანამედროვე წიგნისა და 1500 რარიტეტული გამოცემისგან შედგება. ფილმში, ეკოსთან ერთად, მონაწილეობენ მისი ოჯახის წევრები და მეგობრები, რომლებიც მოგვითხრობენ არა მხოლოდ ამ წიგნებზე, არამედ ბიბლიოთეკის, როგორც „სამყაროს მეხსიერების“, ეკოსეულ კონცეფციაზე.

რესპონდენტი: ხათუნა ცხადაძე – საღამოს წამყვანი, მთარგმნელი, უმბერტო ეკოს რომანების თარგმნისთვის ლიტერატურული პრემია „საბას“ ორგზის ლაურეატი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

4) ფლირტი – სასიყვარულო თამაში ყვავილების ენით

ფლირტი, ანუ „ყვავილების ენა“ XIX საუკუნის აღმოსავლური (სპარსული) თამაშია, რომელიც ევროპაში ორი ადამიანის ჩანაწერებით მოხვდა. მათგან ერთ-ერთი ლედი მერი იყო, ბრიტანეთის ელჩის მეუღლე სტამბულში. 1717 წელს მან თავის წერილებში აღწერა ფლირტი, როგორც „სიყვარულის საიდუმლო ენა“. ჩანაწერი მისი გარდაცვალების შემდეგ 1763 წელს გამოქვეყნდა და დიდი პოპულარობა მოიპოვა.

სტუმარი: თეონა ტაბატაძე – ნიკოლოზ ბარათაშვილის მუზეუმის კურატორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

5) 13 ივლისი ვაჟა აზარაშვილის დაბადების დღეა

რესპონდენტი: ვაჟა აზარაშვილი – კომპოზიტორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: