პიკის საათი - 09.04.2024
პიკის საათი - 09.04.2024

1) ისტორია კადრში

„ლოგიკურია, რომ, 9 აპრილის ღამის ფოტოები არ არსებობს. ფირის ფოტოგრაფია განათების გარეშე არ არსებობს. შესაბამისად, იმ პირობებში გადაღება სრულიად შეუძლებელი იყო“, – გურამ წიბახაშვილი.

„9 აპრილიდან 7 წლის შემდეგ დავიბადე, მაგრამ ჩანაწერებს რომ ვუყურებ, თითქოს მეც იმ მიტინგზე ვარ. ერთის მხრივ საკმაოდ მძიმე გარემოა, ტრაგედიის მომასწავებელი, მაგრამ ერთიანობის განცდაც საკმაოდ ძლიერია!“, – გაბრიელ ჩუბინიძე.

სტუმრები: გურამ წიბახაშვილი – ფოტოგრაფი; გაბრიელ ჩუბინიძე – ისტორიის მკვლევარი.

 

2) „9 აპრილიდან 9 აპრილამდე“

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამოფენა იხსნება სახელწოდებით „9 აპრილიდან 9 აპრილამდე“.

ღონისძიება 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლისთავსა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 33 წლისთავს ეძღვნება.

რესპონდენტი: ნინო გედენიძე – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი.

 

3) პირველი რესპუბლიკის ტური

რესპონდენტი: ირაკლი ხვადაგიანი – საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ისტორიკოსი და მკვლევარი.

 

4) 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.

რესპონდენტები: დავით კუპრეიშვილი, კოხტა კაკურიძე, თამაზ ხუციშვილი, თემურ შაშიაშვილი, ლელა ვეფხვაძე, ნატალია ვეფხვაძე, ნანა მახარაძე, მაკა სახურია, თამარ მელქაძე, ანი კობიაშვილი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: