პიკის საათი - 08.08.08 - აგვისტოს ომის მორიგი სამართლებრივი ეტაპი
პიკის საათი - 08.08.08 - აგვისტოს ომის მორიგი სამართლებრივი ეტაპი

„საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, რადგან პასუხი უნდა გაეცეს, მაგალითად, არა იმას, თუ  რომელმა სახელმწიფომ დაიწყო ომი, არამედ იმას თუ როგორია კონკრეტული პირების სისხლის სამართლლებრივი პასუხისმგებლობა“გიორგი დგებუაძე.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საქართველომ მორიგი გამარჯვება ჰააგაში მოიპოვა.

ჰააგის სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერისთვის განაცხადი შეიტანა. ესენი არიან: გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, რომელიც 2005-2008 წლებში „სამხრეთოსეთის“ დეფაქტო ადმინისტრაციის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი იყო;

გამლეტ გუჩმაზოვი, რომელიც აგვისტოს ომის დროს „სამხრეთოსეთის“ დეფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი იყო;

დავით სანაკოევი – „სამხრეთოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტის დეფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე ცნობილია როგორც ომბუდსმენი აგვისტოს ომის მოვლენების დროს.

სტუმარი: გიორგი დგებუაძე – სამართლის დოქტორი, ფოლკსვაგენის სამეცნიეროფონდის პროექტის „საერთაშორისო სისხლის სამართლის როლი საქართველოში“ ხელმძღვანელი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: