პიკის საათი – 08.08.08 – აგვისტოს ომის მორიგი სამართლებრივი ეტაპი

11:33, 14.03.2022
-0:00

„საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, რადგან პასუხი უნდა გაეცეს, მაგალითად, არა იმას, თუ  რომელმა სახელმწიფომ დაიწყო ომი, არამედ იმას თუ როგორია კონკრეტული პირების სისხლის სამართლლებრივი პასუხისმგებლობა“ – გიორგი დგებუაძე.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საქართველომ მორიგი გამარჯვება ჰააგაში მოიპოვა.

ჰააგის სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერისთვის განაცხადი შეიტანა. ესენი არიან: გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, რომელიც 2005-2008 წლებში „სამხრეთოსეთის“ დეფაქტო ადმინისტრაციის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი იყო;

გამლეტ გუჩმაზოვი, რომელიც აგვისტოს ომის დროს „სამხრეთოსეთის“ დეფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი იყო;

დავით სანაკოევი – „სამხრეთოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტის დეფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე ცნობილია როგორც ომბუდსმენი აგვისტოს ომის მოვლენების დროს.

სტუმარი: გიორგი დგებუაძე – სამართლის დოქტორი, ფოლკსვაგენის სამეცნიეროფონდის პროექტის „საერთაშორისო სისხლის სამართლის როლი საქართველოში“ ხელმძღვანელი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

​

მსგავსი