1) „უკრაინული დღიურები 2“
„საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა პრეცედენტი, როცა სხვა ქვეყანაში წარმოებული ომი უშუალოდ გეხება! რუსეთის იმპერია ჩემი ქვეყნის და, შესაბამისად, ჩემი პირადი მტერია! ეს ყველაფერი 1801 წელს დაიწყო. რაც იმას ნიშნავს, რომ რუსთთან 223-წლიანი ომი გვაქვს!“, – ბექა ქურხული.
„ბექა ქურხული პარადოქსებით სავსე ადამიანია. ერთი მხრივ ისე, როგორც მის დედას, შესანიშნავ ქართველ მწერალ ლეილა ბეროშვილს უნდოდა, „რაფინირებული ინტელიგენტი“ და განსწავლული ინტელექტუალია, მეორე მხრივ ქართველი მთიელი, ფეთქებადი წარმართი, შარი და ბუნტისთავი. მას განსაცდელის და ხიფათის დროს ირონიული ღიმილი დასთამაშებს სახეზე (მინახავს) და ქუჩაზე გადასვლისას პანიკას ძლივს იკავებს. შეუძლია შეუვალი და მკაცრი იყოს (ესეც მინახავს) და ხანში შესულ ქალს, რომელიც ქუჩაში ვიოლინოზე დაკვრით შოულობს სარჩოს, ყველაფერი მისცეს, რასაც ჯიბეში იპოვის. ერთი რამ არის უდავო – ბექას მწერლური ნიჭი. ამის დასტურად მრავალ ლიტერატურულ პრემიაზე უფრო მისი მრავალრიცხოვანი და მრავალენოვანი მკითხველის სიყვარული მოწმობს. და კიდევ ერთი – ბექა ქურხული შეიძლება ცდებოდეს, მაგრამ შეუძლებელია ტყუოდეს. სულ ეს იყო. დანარჩენს წიგნში წაიკითხავთ“, – გიორგი (გოგა) ჭყონია.
სტუმარი: ბექა ქურხული – მწერალი.
2) „საწამლავი წყვილისათვის“
„საწამლავი წყვილისათვის“ ქეთი კაპანაძის პერსონალური გამოფენის სათაურია, რომლეიც ეფუძნება ხელოვანის მიერ 1990 წელს შექმნილ ამავე სახელწოდების შავ-თეთრ ფოტოს.
ფოტოზე ორი ძველებური სუნამოს ჭურჭელია გამოსახული და აერთიანებს მისი შემოქმედების ადრეული პერიოდის რამდენიმე სერიას, რომლებიც საქართველოში პირველად იქნება ნაჩვენები.
სტუმარი: ქეთი კაპანაძე – ხელოვანი.
სატელეფონო ჩართვა: მარიამ წიქარიძე – თიბისი კონცეპტის სახელოვნებო პროექტების კურატორი.
3) მრავალშვილიანი დედების სამოყვარულო ანსამბლი „იავნანა“
იდეა, რომელიც მალევე იქცა რეალობად!
გარემო, რომელმაც მრავაშვილიანი დედები გააბედნიერა!
შვილის სასთუმალთან ნამღერი იავნანა, რომელმაც ქალბატონები „იავნანამდე“ მიიყვანა!
ავტორი: მაია გავაშელი – „პიკის საათის“ სტაჟიორი.
4) მოთხრობების მარათონი
თუ საკუთარი თავის ახალ თავგადასავალში გამოწვევა გსურს დაწერე 3-დან 10 გვერდამდე მოთხრობა ან ნოველა თემაზე „მიჯაჭვულობა“ და ჩაერთე მოთხრობების მარათონში!
მონაწილეობა ყველას შეუძლია და უფასოა.
რესპონდენტი: გურამ მეგრელიშვილი – მწერალი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: