1) „ოქროს ყვავილების“ მესაიდუმლე
63 წელია ბოტანიკური ბაღის სამსახურშია
20 წელია „ოქროს ყავილებს“ ანუ ქრიზანთემებს უვლის და კოლექციაც 150 ჯიშით გაამდიდრა.
რესპონდენტი: ეთერ გოგიტაშვილი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი საცდელი საკოლექციო ნაკვეთის კურატორი, მებაღეობისა და ლანდშაფტის დიზაინის განყოფილების მკვლევარი, არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
2) 3 მარტი ველური ბუნების დაცვის საერთაშორისო დღეა
„ჩვენ ველურ ბუნებას ველურად ვეკიდებით, რაც ფლორის, ფაუნის და ბუნებრივი ძეგლების უნიკალური ნიმუშების განადგურებას იწვევს. საქართველოში ეკო მარშრუტების ამუშავება ცნობიერების ამაღლების გზით ძეგლების დაცვის მექანიზმს უფრო მოქნილს ხდის“.
რესპონდენტები: გიორგი დვალაშვილი – გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი; ასისტენტ პროფესორი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე
3) ვარდუკაძეების მრავაშვილიანი ოჯახის წარმატებული დედა
„სტერეოტიპი, რომ მრალშვილიანი დედა რეალიზებას ვეღარ ახერხებს, მცდარია.
დიდი ხანია ხელმძღვანელ პოზიციებს ვიკავებ და ის უნარები, რაც, ჩემდა უნებურად, ოჯახში შევიძინე საქმეში მეხმარება. მე ვისწავლე დაგეგმვა, ბევრი საქმის ერთად გაკეთება, შესაბამისად, სამსახურშიც უფრო მობილიზებული ვარ. მრავალშვილიანობა ეს არის პრიორიტეტი, ეს არის სიამაყე და ეს არის კარგი საქმე!“, – ქეთევან ბერიანიძე.
გაიცანით ქეთევან ბერიანიძისა და კახაბერ ვარდუკაძის მარავშვილიანი ოჯახი, სადავ 5 ვაჟი და 5 შვილიშვილი ერთმანეთის და ქვეყნის მომავალს ქმნის.
სტუმრები: ქეთევან ბერიანიძე – თბილისის N43 ბაღის დირექტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის პროგრამა „აღმზრდელის“ ხელმძღვანელი, ნაძალადევის რაიონის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავჯდომარე,
ლაზარე ვარდუკაძე – ქართველ კასკადიორთა აკადემიის Georgian Stunt Academy- ს ხელმძღვანელი, პროფესიით თეოლოგი, ზვიად ვარდუკაძე – ხრიდოლის აკადემიის პრეზიდენტი, პროფესიით ექიმი, მაგისტრი,
ნოდარ ვარდუკაძე – ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ბაკალავრი, ამჟამად უმუშევარი,
დემეტრე ვარდუკაძე – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის 2-ე კურსის სტუდენტი,
დემეტრე ვარდუკაძე – თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის 12- ე კლასის მოსწავლე, ანსამბლ „სახიობას“ წევრი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე
4) 304-ე აუდიტორია – „სოლო მოგზაური“ ქალები მსოფლიოს ისტორიიდან
მოგზაურობა, როგორც თავის და სამყაროს შეცნობის გზა. ქალები, რომლებიც თავისი დროის სტერეოტიპებს დაუპირისპირდნენ და ისეთი ჰორიზონტები აღმოაჩინეს, კაცობრიობასაც რომ დაეხმარა განვითარებაში.
– შოშონი ქალი საკაგავეა 16-ე საუკუნის ამერიკიდან; – „ქალბატონის ცხოვრება ამერიკის კლდოვან მთებში“ იზაბელა ბირდის მიხედვით და იმიგრანტი, რომელმაც მსოფლიო ველოსიპედით მოიარა.
ავტორი: ელენე ტუშური
5) „მარტი – მარიკა“
„გული, სულელი, უსტვენს შაშვივით:
მარტი – მარიკა, მარტი – მარიკა!“
მარიამ ხუცურაულის პოეზიის საღამო დუშეთის კულტურის სახლში.
რესპონდენტი: მარიამ ხუცურაული – პოეტი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: